ყოველთვის მინდოდა პროგრამირების სწავლა. თავიდან დამოუკიდებლად ვცადე, მაგრამ იმდენად ბევრი და განსხვავებული ინფორმაცია მივიღე, დავიკარგე. სქილვილის დახმარებით კი ჩემთვის საჭირო ინფორმაცია მოკლე დროში მივიღე.
ხატია
სტუდენტი
მეგობრის რეკომენდაციით, სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე სქილვილი და მალევე დავრეგისტრირდი. პირველივე ლექციაზე მივხვდი, რომ ზუსტად იქ მოვხვდი, სადაც მინდოდა - მეგობრული და კომფორტული გარემო და ადამიანები, რომლებიც გზას და მოტივაციას გაძლევენ.
თაზო
სტუდენტი
პროგრამირების სწავლა ყოველთვის მინდოდა. ამ ეტაპზე, პროფესიით იურისტი ვარ, შესაბამისად, სქილვილში სწავლა ჩემთვის გამოწვევაა, მაგრამ მიხარია, რომ მაქვს საშუალება, პროფესიონალი დეველოპერების დახმარებით შევისწავლო მომავლის პროფესია. თითქმის 4 თვე გავიდა, რაც სქილვილში ვსწავლობ და მიღებულმა ცოდნამ ჩემს მოლოდინს გადააჭარბა,
გვანცა
ადვოკატი
ახალი ნაბიჯი გადავდგი ჯერ კიდევ ჩემთვის უცნობ სფეროში, პროგრამირებაში, სადაც სწავლა 0-დან დავიწყე და სქილვილი აღმოჩნდა ის ადგილი, მარტივად და გასაგებად ვიღებ ცოდნას და საჭირო ინფორმაციას. სქილვილის დევიზიც - ჩვენ ვგეგმავთ თქვენს წარმატებას - ყველაზე კარგად გამოხატავს მათ დამოკიდებულებას სტუდენტების მიმართ.
გიგი
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი
სტუდენტის პორტალი
წინარე გამოცდილება საჭირო არ არის. ჩვენი სილაბუსი შედგენილია ისე, რომ შეიძინოთ ის უნარები, რომლებიც დაგეხმარებათ ტექნოლოგიებსა და მონათესავე სფეროებში კარიერის დაწყებაში.