Home

აკადემიური პროგრამები

Skillwill

ჩვენი სტუდენტები

პირველი ნეო-უნივერსიტეტი საქართველოში

ისტორია

სქილვილი არის ყველაზე მასშტაბური ნეო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც 2018 წლიდან აქტიურად არის ჩართული განათლების სფეროში და სწავლების ინოვაციური მეთოდებით ზრდის მომავლის პროფესიონალებს.

სქილვილის საქმიანობა მოიცავს 3 კომპონენტს:

1. ტექნიკური ცოდნა

პროგრამირების სწავლება თანამედროვე მეთოდებით, შეფასების ინოვაციური სისტემით და პრაქტიკული დავალებებით

2. კარიერული ზრუნვა

რბილი უნარების ტრენინგები, რეზიუმეს/პორტფოლიოს შედგენა, გასაუბრებისთვის მომზადება, ინსტრუქციები და რჩევები კარიერული განვითარებისთვის და დასაქმების პერიოდული შეთავაზებები.

3. ნეთვორქინგი

პროფესიულ კავშირებზე ზრუნვა, რეგულარული ვორქშოპები, შეხვედრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან, ნეთვორქინგის ძირითადი ინსტრუმენტების სწავლა, სპორტული და კულტურული აქტივობები, როგორიცაა: ფეხბურთის, კალათბურთის, ფრენბურთის და ჭადრაკის ტურნირები

about-us-img

"ჩვენი ცოდნა და გამოცდილება გვაძლევს შესაძლებლობას, სწორად მივუდგეთ თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებს და ადამიანებს მივცეთ ის, რაც მათ კარიერული გზის განვითარებაში დაეხმარება"

გიორგი მარიამიძე, სქილვილის CEO

about-us-sign-img
about-us-sign-img
about-us-sign-img

მისია, ხედვა და ღირებულებები

მისია

ჩვენი მიზანია ადამიანებს დავეხმაროთ დასაქმება/განათლების ბაზარზე არსებული წრის გარღვევასა და საკუთარი უნარების ჭეშმარიტად კონკურენტუნარიან გარემოში რეალიზაციაში.

ხედვა

სწრაფი ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში დისტანციები მუდმივად მცირდება. იზოლაცია, ჩაკეტილი გარემო და უკეთესი ალტერნატივის არარსებობა - რაც მხოლოდ ცუდ დამსაქმებლებს აწყობთ - უკვე წარსულის რეალობაა. პანდემიამ გვაჩვენა, რომ ტალანტს და პროფესიონალიზმს საზღვრები არ აქვს. შენი ოთახიდან შეგიძლია იმუშაო მსოფლიოს წამყვან კომპანიებში. ჩვენ გვჯერა, რომ ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა დასაქმების საერთაშორისო ბაზარზე საკუთარი თავის რეალიზაციისთვის, რადგან საზღვრები ადრინდელივით აღარ გვზღუდავს.

ღირებულებები

ჩვენ გვწამს, რომ ცოდნა უნდა იყოს ხელმისაწვდომი - ნამდვილი, გამოყენებადი ცოდნა. ნოუ ჰაუები დასაქმებისა და ტექნოლოგიური ბაზრების შესახებ წლებია გადადის ხელიდან ხელში და ჩაკეტილ წრეებში. ჩვენ გვჯერა, რომ შუშის ჭერი, რომელიც ამ სფეროში არსებობს უნდა დაიმსხვრეს და შეიქმნას ჭეშმარიტად კონკურენტული გარემო, სადაც ყველას თანასწორად შეეძლება საჭირო უნარების მიღება და გაყიდვა.