ციფრული პროდუქტების ტესტირება
კურსი შექმნილია მათთვის, ვისაც სურს შეისწავლოს ტესტირების დაგეგმვა და შესრულება, ციფრული და პროგრამული პროდუქტების ხარისხის უზრუნველყოფა
დამწყები
83 შეხვედრა
7 თვე
127 საათი
რას შეისწავლი?
ციფრული პროდუქტების ტესტირების კურსის არჩევის შემთხვევაში შენ შეისწავლი ვებ და მობილური აპლიკაციებისთვის ტესტირების დაგეგმვასა და შესრულებას, ციფრული და პროგრამული პროდუქტების ხარისხის უზრუნველყოფას, ტესტირების პროცესის ოპტიმიზაცის სხვადასხვა დიზაინ ტექნიკის დახმარებით; ვებ და მობილური აპლიკაციებისთვის ტესტირების დაგეგმვასა და შესრულებას.
ვისთვის არის განკუთვნილი კურსი?
ნებისმიერი პირისთვის, რომელსაც აინტერესებს ციფრული პროდუქტები და მათი ტესტირების პროცესი, სურს დაეუფლოს ახალ მაღალანაზღაურებად პროფესიას 0-დან საბაზისო ცოდნისა და გამოცდილების გარეშე;
ციფრული პროდუქტების ტესტირების კუთხით მცირე გამოცდილების მქონე ადამიანისთვის, რომელსაც სურს მიიღოს სიღრმისეული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა QA/QC მიმართულებით;
დასაქმება:
კურსის წარმატებით გავლის შემდეგ, შენ შეძლებ ახლად შეძენილი ცოდნა და უნარები გამოიყენო იმაში, რაც მართლა გამოგადგება - რეალურ პროექტებში, ციფრული პროფესიების მიმართულებით ცოდნის გაღრმავებაში, კარიერის დაწყებაში უმცროს QA/QC ტესტირად, ან ფრილანსერად.
პრერეკვიზიტები:
საჭიროა გავლილი გქონდეს სქილვილის სასწავლო კურსი - პროგრამირება 0-დან, ან ფლობდე საბაზისო ცოდნას პროგრამირებაში;
სერტიფიკატი:
კურსის წარმატებით გავლის შემდეგ მიიღებ საერთაშორისო სერტიფიკატს.