STEM School - ის შესახებ
STEM-ის კურიკულუმი განკუთვნილია 12-15 წლის მოსწავლეებისთვის. პროგრამა გაყოფილია ოთხ ძირითად მოდულად და მოიცავს: მეცნიერებას, ტექნოლოგიას, ინჟინერიასა და მათემატიკას.
სასწავლო პროცესი
STEM სკოლის სასწავლო პროცესი გრძელდება 4 სემესტრი და იყოფა 4 ძირითად მოდულად:
თითოეული სემესტრი მოიცავს 15 კვირას, რაც უზრუნველყოფს სრულფასოვან და ეტაპობრივ განვითარებას.
🔹 გაკვეთილების გრაფიკი
შეგიძლია აირჩიო სასურველი ჯგუფი:
ჯგუფი 1 - ორშაბათი და ოთხშაბათი, 15:00 - 17:00
ჯგუფი 2 - სამშაბათი და ხუთშაბათი, 17:00 - 19:00
ჯგუფი 3 - შაბათი და კვირა, 12:00 - 14:00
🔹 სასწავლო გარემო
გაკვეთილები ტარდება თანამედროვე, სრულად აღჭურვილ ფიზიკურ სივრცეში, სადაც განთავსებულია ყველა საჭირო ხელსაწყო და ტექნიკა შემოქმედებითი და პრაქტიკული სწავლებისთვის.
🔹 რეგისტრაცია
რეგისტრაცია მარტივია და შესაძლებელია დისტანციურად!
შენთვის შესაფერისი დრო და ადგილი უკვე მზადაა! გახდი STEM სკოლის ნაწილი დღესვე და დაიწყე მომავლის ტექნოლოგიების შესწავლა! 🚀
STEM პროგრამის მიზანია:
STEM სფეროს მიმართ პრაქტიკული პროექტებით ინტერესის გაღრმავება
კრიტიკული აზროვნებისა და ანალიტიკური უნარების განვითარება
მეცნიერებაში, ტექნოლოგიაში, ინჟინერიასა და მათემატიკაში საფუძვლიანი ცოდნის ჩამოყალიბება
გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობის, კომუნიკაციისა და თანამშრომლობის წახალისება
სასწავლო პროგრამა
პირველი სემესტრი
შესავალი კოდირებასა და რობოტიკაში
სილაბუსი
კოდირების სამყაროს აღმოჩენა
გამოიყენეთ Scratch-ის პლატფორმა მარტივი ანიმაციის შესაქმნელად
Scratch-ში შექმენით თამაში "გახდი სამეფოს გმირი" (მთავარი გმირის გადაადგილება)
Scratch-ში შექმენით თამაში "დაჯახების ამოცნობა"
Scratch-ში შექმენით ანიმაცია, სადაც გმირი განმეორებით მოძრაობს
Scratch-ში შექმენით მინი აპლიკაცია, რომელიც ითვლის მარტივ მათემატიკურ ამოცანებს.
განვიხილოთ ცნობილი თამაშების კოდირების მაგალითები (Minecraft, Roblox)
შექმენით ციფრული ნახატი Scratch-ის გამოყენებით
ინდივიდუალური პროექტი - მოსწავლეები შექმნიან პატარა თამაშს ან ანიმაციას
რობოტების სამყაროში მოგზაურობა Scratch, Tinkercad, Arduino IDE - პროგრამირების ინსტრუმენტების გამოყენება
„როგორ მუშაობს რობოტი?“ მოსწავლეები განიხილავენ მარტივი რობოტის მუშაობის პრინციპს ვიდეოების საშუალებით
ლეგოს დეტალებით ან სხვა კომპლექტით მარტივი რობოტული ხელის აწყობა
სენსორების გამოყენებით მარტივი ამოცანის შესრულება (მაგ., ნათურის ჩართვა სენსორის საშუალებით)
პატარა რობოტის შექმნა, რომელიც მოძრაობს ხაზზე
მოსწავლეები სქემის მიხედვით ააწყობენ მარტივ ელექტრონულ სისტემას (მაგ., LED ნათურის კონტროლი)
Arduino-ს ან LEGO Mindstorms-ის გამოყენებით პროგრამირებადი მექანიზმის აწყობა
„პირველი ნაბიჯები“ - რობოტის ძირითადი მოძრაობები (წინ, უკან, მარჯვნივ, მარცხნივ)
დაპროგრამება - რობოტი გადაადგილდება წინასწარ დადგენილ მარშრუტზე
სინათლის სენსორის გამოყენებით, რობოტი მოძრაობს მხოლოდ განათებულ ხაზზე
გუნდები გეგმავენ საკუთარი რობოტის პროექტს
მოსწავლეები რობოტებს ამზადებენ კონკრეტული გამოწვევისთვის (მაგ., დაბრკოლებების კურსის გავლა)
დამწყები
30 გაკვეთილი
15 კვირა
60 საათი
მეორე სემესტრი
პითონის საფუძვლები და მათემატიკა
სილაბუსი
,,Hello World’’- Python პროგრამირების საფუძვლები
"Hello, World!" გვაჩვენებს, როგორ მუშაობს პროგრამირების ენა
როგორ დავწეროთ "Hello, World!" პროგრამა
Python-ის ინსტალაცია და პირველი "Hello, World!" პროგრამა
დაწერეთ პროგრამა, რომელიც გამოთვლის მოსწავლის ასაკს დაბადების წლის მიხედვით
რიცხვები, ტექსტი და ცვლადები Python-ში
დაწერეთ პროგრამა, რომელიც ითვლის ორი რიცხვის საშუალო მნიშვნელობას
,,თუ/სხვა’’ შემთხვევაში ლოგიკა Python-ში (მ.გ.დაწერეთ პროგრამა, რომელიც ამოწმებს, არის თუ არა რიცხვი კენტი თუ ლუწი)
განმეორებადი ოპერაციების მართვა (for და while ციკლები) (დაწერეთ პროგრამა, რომელიც ხატავს ვარსკვლავების „პირამიდას“ (ტექსტური გრაფიკა)
როგორ დავწეროთ ფუნქცია და რა არის მისი უპირატესობა
სიები და ლექსიკონები Python-ში
როგორ ვკითხულობთ და ვწერთ ფაილებს Python-ში
,,ჩემი პირველი აპლიკაცია" (დაიწყეთ პატარა აპლიკაციის შექმნა, მაგალითად, „ნომრის ამომცნობი“ ან „მარტივი კალკულატორი“)
პროექტის დასრულება და გაუმჯობესება
პროგრამების წარდგენა და შეფასება (მოსწავლეები პრეზენტაციებს აკეთებენ თავიანთ პროექტებზე)
ლოგიკა, სტატისტიკა და მარტივი გეომეტრია
ლოგიკა და პრობლემების გადაჭრა (მ.გ.ჭიქის გამოცანა" – დაალაგეთ ჭიქები ისე, რომ ყველა იყოს საპირისპირო მიმართულებით 3 მოძრაობით )
სიმართლე და სიცრუე (შექმენით „სიმართლე და სიცრუე“ ტესტი მეგობრებისთვის)
რა არის სტატისტიკა და რატომ არის ის მნიშვნელოვანი
საშუალო, მედიანა და მოდა: როგორ ვხვდებით მონაცემთა „საშუალო“ მნიშვნელობას
გრაფიკები და დიაგრამები
მონაცემების ანალიზი
მარტივი გეომეტრია - გეომეტრიის საფუძვლები
ფიგურების თვისებები - პერიმეტრი და ფართობი
3D ფიგურები - მოცულობა და ზედაპირის ფართობი
პრაქტიკული გეომეტრია: მოსწავლეები ქმნიან პროექტებს, სადაც იყენებენ გეომეტრიულ ცოდნას (მაგ., „ჩემი იდეალური სათამაშო ოთახი“)
ლოგიკური თამაშები და თავსატეხები
დამწყები
30 გაკვეთილი
15 კვირა
60 საათი
მესამე სემესტრი
თამაშების აწყობა Python- ში, პრაქტიკული ფიზიკა და ალგორითმი
სილაბუსი
პროგრამირება Python-ში: თამაშების აწყობა
როგორ შევინახოთ და დავამუშაოთ მონაცემები
როგორ გამოვიყენოთ ციკლები რეალურ ამოცანებში
დაწერეთ თამაში, სადაც მოთამაშე აგროვებს ქულებს
შექმენით პატარა 2D თამაში
როგორ შევინახოთ მონაცემები ფაილში და როგორ წავიკითხოთ ისინი
როგორ გავამარტივოთ კოდი ფუნქციებით
როგორ ვხატავთ მონაცემთა გრაფიკებს Python-ში /Matplotlib-ის გამოყენება
თამაშების შექმნის საფუძვლები (Pygame-ის გაცნობა)
ფიზიკა და ალგორითმი
რა არის ფიზიკა - „გახდი მეცნიერი“ - ყოველდღიური ფიზიკური მოვლენების განხილვა
ნიუტონის პირველი კანონი - ინერცია და სხეულის მდგომარეობა: როგორ იცვლება მოძრაობა დახრის კუთხის მიხედვით?
ნიუტონის მეორე კანონი (მცირე სიმძიმეების გამოყენება პლატფორმაზე და ძალის გავლენის შეფასება მოძრაობაზე)
ენერგიის კონსერვაციის კანონი
სინათლის გაბნევა, ასახვა და გარდატეხა
ბგერის ტალღების სიჩქარე და თვისებები
რა არის ალგორითმი - მისი მნიშვნელობა და როლი ყოველდღიურ ცხოვრებაში
სიჩქარე, გზა და დრო
მექანიკური ენერგია
მინი პროექტი – მარტივი მანქანა
დამწყები
30 გაკვეთილი
15 კვირა
60 საათი
მეოთხე სემესტრი
აპლიკაციების შექმნა Python-ში და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
სილაბუსი
Python პროგრამირება - აპლიკაციების შექმნა
აპლიკაციების ტიპები და Python-ის როლი მათ შექმნაში
Input და Output Python-ში
შექმენით აპლიკაცია, რომელიც ითვლის მომხმარებლის BMI (Body Mass Index)
Tkinter-ის საფუძვლები
შექმენით ფანჯარა ღილაკით, რომელიც აჩვენებს შეტყობინებას ("Hello, User!")
ღილაკების, ტექსტური ველების და ეტიკეტების გამოყენება
JSON და CSV ფაილების გამოყენება მონაცემთა შენახვისთვის
მცირე მონაცემთა ბაზის შექმნა Python-ში/SQLite
Matplotlib-ის გამოყენება აპლიკაციებში
მონაცემთა განახლება და მართვა
საკუთარი აპლიკაციის დიზაინის სქემის შედგენა (GUI და ფუნქციები)
მომხმარებლის გამოცდილების შექმნა (UX)
საკუთარი კოდის ოპტიმიზაცია და ფინალური ფაილების მომზადება
აღმოაჩინე ბუნების საიდუმლოებები
ქიმია ყოველდღიურ ცხოვრებაში (როგორ გამოიყოფა CO₂.)
მჟავებისა და ტუტეების თვისებები და მათი გავლენა (ბუნებრივი ინდიკატორების გამოყენება (მაგ., წითელი კომბოსტოს წვენი) მჟავებისა და ტუტეების გამოსაცნობად)
ეკოსისტემის ფუნქციონირება - როგორ მოქმედებს ეკოსისტემის წევრები ერთმანეთზე/შექმენით პატარა „ბიოტოპი“ შუშის ქილაში (მცენარეებითა და ნიადაგით)
როგორ ვიყენებთ ბუნებრივ რესურსებს (წყლის მოხმარების გაზომვა ოჯახში ერთი კვირის განმავლობაში);
სპეციალური ეკოსისტემები და მათი მახასიათებლები
ეკოლოგია, მწვანე პოლიტიკა და მდგრადი განვითარება
განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების მაგალითების განხილვა
საბოლოო პროექტი - „როგორ გავხადოთ ჩვენი გარემო უფრო ეკომეგობრული“
ბიომრავალფეროვნება და მისი მნიშვნელობა (მოსწავლეები აკვირდებიან მცენარეებსა და ცხოველებს თავიანთ გარშემო და ქმნიან ბიომრავალფეროვნების რუკას)
დამწყები
30 გაკვეთილი
15 კვირა
60 საათი