Skillwill Logo

Student Portal

პროექტი "ევროპული არდადეგები" რაჭაში და მოთხოვნადი პროფესიები, რომლებიც სქილვილის აკადემიამ აფხაზეთიდან დევნილ 100-მდე ახალგაზრდას გააცნო

2023.09.05

share

პროექტი "ევროპული არდადეგები" რაჭაში და მოთხოვნადი პროფესიები, რომლებიც სქილვილის აკადემიამ აფხაზეთიდან დევნილ 100-მდე ახალგაზრდას გააცნო

პროექტი „ევროპული არდადეგები“ რაჭაში და მოთხოვნადი პროფესიები, რომლებიც სქილვილის აკადემიამ აფხაზეთიდან დევნილ 100-მდე ახალგაზრდას გააცნო

პროექტის “ევროპული არდადეგები“ ფარგლებში, სქილვილ აკადემია შაორის ბანაკს ესტუმრა, რომელშიც მონაწილეობას აფხაზეთიდან დევნილი 100-მდე ახალგაზრდა იღებს.

მნიშვნელოვანია, რომ პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ახალგაზრდობის სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით, მიმდინარეობს.

სქილვილის წარმომადგენლები ახალგაზრდებს მომავლის პროფესიების შესახებ ესაუბრნენ, აქტუალური და მოთხოვნადი სფეროები გააცნეს, ყველა იმ შესაძლებლობის შესახებ გაუზიარეს ინფორმაცია, რასაც სქილვილის აკადემია დაინტერესებულ ადამიანებს, მათ შორის ახალგაზრდებს სთავაზობს. საუბრისას, აკადემიის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ტექ და ციფრული პროფესიების ათვისება, განვითარებად ტექნოლოგიურ სამყაროზე მორგების მიზნით. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.

„ჩვე­ნი მი­ზა­ნია, გა­ვა­ჩი­ნოთ ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და­საქ­მე­ბის ბა­ზარ­ზე, ხელი შე­ვუ­წყოთ ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი სფე­როების გან­ვი­თა­რე­ბას ქვე­ყა­ნა­ში და სახელმწიფო სექტორებთან თანამშრომლობით, ადამიანებს მივცეთ ის ცოდნა და უნარები, რაც წარმატებული კარიერისთვის აუცილებელი წინაპირობაა.“ - ამბობენ სქილვილ აკადემიაში.

პროექტის მიზანია, ახალგაზრდების ინფორმირება საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე და მათი ჩართულობის გაზრდა აღნიშნულ პროცესში. ამასთან, პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდები ჩართულნი არიან სხვადასხვა საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ აქტივობებში.

სქილვილ აკადემია მუდმივად ჩართულია მსგავსი ტიპის აქტივობებში, ამ მიზნით აქვს რეგიონული პროექტები და აქტიურადაა ჩართული მთელი საქართველოს მასშტაბით განათლების პოპულარიზაციაში, რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, დაინტერესებული პირებისთვის ახალი შესაძლებლობების მიცემასა და მათ მხარდაჭერაში.

imageUrl