Skillwill Logo

Student Portal

შეხვედრა ლაგოდეხში მცხოვრებ ახალგაზრდებთან

2023.09.07

share

შეხვედრა ლაგოდეხში მცხოვრებ ახალგაზრდებთან

შეხვედრა ლაგოდეხში მცხოვრებ ახალგაზრდებთან

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, შეხვედრა გაიმართა ახალგაზრდებთან, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა არ მიიღეს.

შეხვედრის ფარგლებში, ახალგაზრდებმა იმ შესაძლებლობების შესახბ მიიღეს ინფორმაცია, რაც მათ დასაქმების და განათლების მიმართულებით აქვთ. შეხვედრას კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, ასევე ადგილობრივი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

აუდიტორიამ დეტალური ინფორმაცია მიიღო მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესიების, აქტუალური სფეროების, დასაქმების შესაძლებლობების შესახებ. 

სქილვილის წარმომადგენლები ახალგაზრდებს მომავლის პროფესიების შესახებ ესაუბრნენ, აქტუალური და მოთხოვნადი სფეროები გააცნეს, ყველა იმ შესაძლებლობის შესახებ გაუზიარეს ინფორმაცია, რასაც სქილვილის აკადემია დაინტერესებულ ადამიანებს, მათ შორის ახალგაზრდებს სთავაზობს. საუბრისას, აკადემიის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ტექ და ციფრული პროფესიების ათვისება, განვითარებად ტექნოლოგიურ სამყაროზე მორგების მიზნით. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.

imageUrl