Skillwill Logo

Student Portal

სქილვილი 𝐓𝐞𝐜𝐡𝐧𝐨𝐯𝐚𝐭𝐢𝐨𝐧 𝐆𝐢𝐫𝐥𝐬 SAKARTVELO-ს ბანაკს ესტუმრა

2023.09.19

share

სქილვილი 𝐓𝐞𝐜𝐡𝐧𝐨𝐯𝐚𝐭𝐢𝐨𝐧 𝐆𝐢𝐫𝐥𝐬 SAKARTVELO-ს ბანაკს ესტუმრა

სქილვილი 𝐓𝐞𝐜𝐡𝐧𝐨𝐯𝐚𝐭𝐢𝐨𝐧 𝐆𝐢𝐫𝐥𝐬 Sakartvelo-ს ბანაკს ესტუმრა

Technovation Girls Sakartvelo 2023-ის მონაწილე გოგოებისთვის, კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, ტექნოლოგიური ბანაკი ჩატარდა, რომელში მონაწილეობა სქილვილმა მიიღო. სქილვილის წარმომადგენლებმა, ბანაკის მონაწილეებთან ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ინტერაქციული შეხვედრა ჩაატარეს. ასევე, მონაწილეებს საინტერესო ინფორმაცია გაუზიარეს ყველა იმ შესაძლებლობის შესახებ, რასაც სქილვილი სტუდენტებს და შემდეგ უკვე კურსდამთავრებულებს სთავაზობს. სქილვილის წარმატებულმა კურსდამთავრებულმა ნინი გამთენაძემ, პროექტის მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

𝗧𝗲𝗰𝗵𝗻𝗼𝘃𝗮𝘁𝗶𝗼𝗻 𝗚𝗶𝗿𝗹𝘀 საერთაშორისო პროექტია, რომელშიც უკვე 17 წელია, მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ათიათასობით გოგო იღებს მონაწილეობას და გულისხმობს მათ მომზადებას პროგრამირებასა და მეწარმეობაში, კონკრეტული პრობლემების გადაჭრის ტექნოლოგიური გზის საპოვნელად. 

მნიშვნელოვანია, რომ პროექტის პარტნიორების სიას, წელს Skillwil-ი შეუერთდა, რომელიც ზრუნავს მომავლის განვითარებაზე და მხარს უჭერს მსგავს ინიციატივებს.

წელს პროგრამის ფარგლებში ტექნოლოგიური პროექტები 249 გოგომ შექმნა.

imageUrl