2024.03.06
share
ორწლიანი პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ICT მიმართულებით 10 მოკლევადიანი და გრძელვადიანი სასერტიფიკატო პროგრამის შემუშავება, რომლებიც როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე გაივლის აკრედიტაციას. გარდა ამისა, ზოგადი განათლების საფეხურზე მყოფი პირებისთვის შემუშავდება საბაზისო კურსი და ინტეგრირებული პროგრამა ამავე მიმართულებით.
პროექტის განმავლობაში Skillwill-ი ჩართულ პარტნიორებთან ერთად გაზრდის რეგიონულ ხელმისაწვდომობას ხარისხიან მომზადება-გადამზადების პროგრამებზე და განავითარებს სასწავლო პლატფორმას, რომელიც ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროებების მქონე პირებზე. პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ქუთაისსა და ბათუმში "სქილვილის" ორი ტრენინგცენტრიც გაიხსნება.
თანაბარი ხელმისაწვდომობისა და ინკლუზიურობის სტიმულირების მიზნით მხარდაჭერილი იქნება ახალგაზრდების, ქალების, სოფლად მცხოვრები, ეთნიკური და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების ჩართულობა. პროექტის ფარგლებში 1000 სტუდენტის გადამზადება და მათი დასაქმების ხელშეწყობაა დაგეგმილი.