ბასა ჯანიკაშვილი დრამატურგი და მწერალია. მან დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დრამატურგიის ხელოვნების ფაკულტეტი. მისი პიესები და რომანები გამოცემულია იტალიაში, გერმანიაში, საფრანგეთსა და უკრაინაში. გამოცემული აქვს სამი რომანი და პიესების ოთხი კრებული, არის ათზე მეტი პიესის ავტორი, რომლებიც დადგმულია საქართველოში, გერმანიაში, შოტლანდიასა და საფრანგეთში. სხვადასხვა დროს მუშაობდა მედია მენეჯერად, ტელე-რეჟისორად და მუსიკალურ პროდიუსერად. შექმნილი აქვს ორი მხატვრული ფილმის სცენარი