Skillwill Logo

სტუდენტის პორტალი

სიახლეები & ბლოგი

სიახლეები

Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა

Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა

საქართველოს განათლების სფეროში ინოვაციური მიდგომების დამკვიდრების გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა: “სქილვილი” გახდა პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომლის მიერაც ონლაინ/დისტანციურად განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამები ოფიციალურადაა აღიარებული სახელმწიფოს მიერ. 

“სქილვილის” კურსების წარმატებით დასრულების შემთხვევაში სტუდენტები მიიღებენ სერტიფიკატს, რომელიც აღიარებულია როგორც საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, ისე ევროპული უმაღლესი განათლებისა და აკრედიტაციის სააგენტოს (European Association for Higher Education Accreditation, EAHEA) მიერ. გარდა ამისა, “სქილვილის” სასწავლო პროგრამებს გავლილი აქვს საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების - ამერიკული და ესპანური ორგანიზაციების - ვალიდაცია, რაც კიდევ უფრო ზრდის მათ სანდოობას საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე.

გიორგი მარიამიძე – ნეო უნივერსტიტეტ “სქილვილის” დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი:
„სახელმწიფო აკრედიტაცია ჩვენი გუნდისთვის უდიდესი მოტივაცია და პასუხისმგებლობაა. ეს მიღწევა არის აღიარება იმ თავდაუზოგავი შრომისა და ინოვაციების, რომლებიც ჩვენი პლატფორმის შექმნიდან დღემდე განვახორციელეთ. მნიშვნელოვანია, რომ “სქილვილის” სერტიფიკატები ახლა აღიარებულია, როგორც საქართველოს შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე. „სქილვილში“ შეძენილი ცოდნა შესაძლებლობას აძლევს ჩვენ სტუდენტებს გახდნენ კონკურენტუნარიანები, როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ ბაზარზე.

ჩვენი სამომავლო გეგმები, როგორიცაა “Skillwill Stem School” და სხვა მასშტაბური ინიციატივები, მიზნად ისახავს არა მხოლოდ განათლების თანამედროვე მეთოდების დამკვიდრებას, არამედ განათლების სფეროში ინოვაციების მსოფლიო ლიდერად ჩამოყალიბებას. ჩვენი მიზანია,ტექნოლოგიების გამოყენებით, ქართველი ახალგაზრდებისთვის შევქმნათ განათლების ახალი შესაძლებლობები, რომელიც მათ ადგილობრივ და საერთაშორისო წარმატებას მოუტანს.“

 “სქილვილის” შეთავაზება ხელმისაწვდომი და უნივერსალური ხასიათისაა, რადგანაც სტუდენტებს თანაბარ საშუალებას აძლევს, მიიღონ უმაღლესი ხარისხის განათლება გეოგრაფიული შეზღუდვის გარეშე, კერძოდ, ისწავლონ სახლიდან გაუსვლელად, საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან, იქნება ეს დიდი ქალაქები თუ რეგიონები. 

“სქილვილის" მთავარი პრიორიტეტი სტუდენტებისთვის დასაქმებაში ხელშეწყობაა. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ადგილობრივ და საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებთან და ვუზრუნველყოფთ კარიერული განვითარების მიმართულებით ჩვენი სტუდენტების სრულფასოვან მხარდაჭერასა და პროფესიულ კონსულტაციებს. ტექნიკურ უნარებთან ერთად, “სქილვილში“ განსაკუთებული მნიშვნელობა ენიჭება რბილ უნარებს, რაც სტუდენტებს წარმატებული კარიერის შექმნაში ეხმარება.

კონსტანტინე შუბითიძე – ნეო უნივერსტიტეტ “სქილვილის” აკადემიური დირექტორი:

„ეს არის ისტორიული მომენტი საქართველოს განათლების ეკოსისტემისთვის. პირველად მოხდა, რომ სრულად ონლაინ რეჟიმში მიღებული განათლება სახელმწიფოს მიერ აღიარებულია, როგორც სრულფასოვანი და ყველა საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი. “სქილვილის” სერტიფიკატები, რომლებიც დამტკიცებულია არა მარტო ადგილობრივ დონეზე, არამედ ევროპული და საერთაშორისო IT კომპანიების მიერ, სტუდენტებს აძლევს კონკურენტულ უპირატესობას დასაქმების კუთხით. ეს სიახლე არა მხოლოდ სტუდენტებისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ მთელი ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან საქართველო კიდევ ერთი ნაბიჯით უახლოვდება მსოფლიო განათლების სტანდარტებს.“

,,სქილვილის’’სამომავლო გეგმები – განათლების ახალი ეტაპი საქართველოში

“სქილვილი” 2025 წელს კიდევ უფრო მასშტაბური პროექტების დაწყებას გეგმავს და რამდენიმე მიმართულებით გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს.

  1. Skillwill Stem School – ინოვაცია ახალგაზრდებისთვის:
    2025 წლიდან, ბათუმსა და თბილისში ფუნქციონირებას დაიწყებს Skillwill Stem School – სრულიად ახალი ტიპის საკვირაო სკოლა 12-14 წლის მოსწავლეებისთვის. ეს სკოლა დაფუძნებული იქნება ინოვაციურ მეთოდებსა და მაღალტექნოლოგიურ მიდგომებზე, რაც მას ქართველი მოსწავლეებისთვის უნიკალურ შესაძლებლობად აქცევს. Skillwill Stem School არა მხოლოდ ცოდნის გაღრმავებას, არამედ დასაქმებისთვის აუცილებელიუნარ-ჩვევების განვითარებასა და საერთაშორისო განათლების სტანდარტების შესაბამის მომზადებას მოიცავს.
  2. ახალი მასშტაბური პროექტები:
    “სქილვილის” გუნდი 2025  წლის დასაწყისში კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივის შესახებ გააკეთებს განაცხადს. ეს პროექტები, რომელთა განხორციელებაც უახლოეს თვეებში იგეგმება, მიზნად ისახავს არა მხოლოდ მეტი სტუდენტის მოზიდვას, არამედ, ზოგადად, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის გაძლიერებას ტექნოლოგიების მიმართულებით და ქვეყნის  ტექნოლოგიური ტალანტების  საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციას.

“სქილვილის”სამომავლო ინოვაციური გეგმები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კომპანიის მისიას – ტექნოლოგიებისა და განათლების გაერთიანებით, უზრუნველყოს ქართველი ახალგაზრდების ტექნოლოგიური უნარების განვითარება და საქართველოს, როგორც განათლების ინოვაციების ლიდერ ქვეყნად დამკვიდრება.

 


2024.12.12
ონლაინ ნეო უნივერსიტეტი ,,სქილვილის" კურსდამთავრებულების გამოსაშვები ღონისძიება და დასაქმების ფორუმი

ონლაინ ნეო უნივერსიტეტი ,,სქილვილის" კურსდამთავრებულების გამოსაშვები ღონისძიება და დასაქმების ფორუმი

8 ნოემბერს, "თეატრი სახელოსნო 42”-ში ონლაინ ნეო უნივერსიტეტ “სქილვილის” კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია და მასშტაბური დასაქმების ფორუმი გაიმართა. ღონისძიებამ, რომელიც USAID-ის პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა, 100-ზე მეტი კურსდამთავრებული გააერთიანა. ახალგაზრდებმა ტექნოლოგიების სხვადასხვა მიმართულება წარმატებით შეისწავლეს და ახლა მზად არიან, თავიანთი ცოდნა რეალურ სამუშაო გარემოში გამოიყენონ. 

ღონისძიების ფარგლებში, ბაზრის მსხვილმა დამსაქმებლებმა “სქილვილის” კურსდამთავრებულებს მიმდინარე, ექსკლუზიური ვაკანსიები და სტაჟირებები გაუზიარეს. დასაქმების ფორუმში მონაწილეობდნენ ისეთი წამყვანი კომპანიები, როგორიცაა: ,,თეგეტა ჰოლდინგი’’, ,,კრედო ბანკი’’, Lineate, Making Science Sweeft, HT Solution და სხვა. ეს ურთიერთობები ხაზს უსვამს კერძო სექტორთან თანამშრომლობის გადამწყვეტ როლს ახალგაზრდების დასაქმების კუთხით და “სქილვილის” კარიერული განვითარებისკენ მიმართულ მიდგომას. 

Skillwill -ის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მარიამიძე :
 “ეს დღე ჩვენთვის განსაკუთრებული და ამაღელვებელია. ჩვენი მისიაა სტუდენტებს მომზადება წარმატებული კარიერისთვის, რისთვისაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ წამყვან კომპანიებთან თანამშრომლობას. ამ ურთიერთობებით ჩვენ ვზრუნავთ, რომ კურსდამთავრებულებს ჰქონდეთ არა მხოლოდ ტექნოლოგიური ცოდნა, არამედ რეალური, პრაქტიკული უნარები, რომლებიც მოთხოვნადია შრომის ბაზარზე და აუცილებელი ციფრულ სექტორში სწრაფი და წარმატებული ინტეგრაციისთვის. კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენი პრიორიტეტია და დიდ მადლობას ვუხდით პარტნიორებს, რომლებიც ახალგაზრდების მხარდაჭერით მათ პროფესიული წარმატების შესაძლებლობებს უქმნიან.”


 ახალი პარტნიორობა: თეატრი სახელოსნო 42 და Skillwill-ი
"თეატრი სახელოსნო 42"-მა ოფიციალურად დაიწყო თანამშრომლობა “სქილვილთან და კურსდამთავრებულებს დასაქმების ახალი შესაძლებლობები შესთავაზა. თანამშრომლობის ეს ინიციატივა მტკიცედ უწყობს ხელს სტუდენტებს, რომ თავიანთი ცოდნა რეალურ, ინოვაციურ და კრეატიულ გარემოში გამოიყენონ. თეატრი, რომელიც ცნობილია თავისი უნიკალური შემოქმედებითი ინოვაციებით, ახლა უკვე “სქილვილის” კურსდამთავრებულებს რეალურ სამუშაო შესაძლებლობებს სთავაზობს, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს სტუდენტების კარიერული განვითარების პერსპექტივებს. ახალი პარტნიორობა გახსნის კარს ახალგაზრდების პროფესიული ზრდისთვის, რადგან მათ საშუალება ექნებათ მუშაობდნენ თანამედროვე და კრეატიულ სივრცეში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი მომავალი წარმატებისთვის.
კურსდამთავრებულების მომზადება წარმატებისთვის

“სქილვილისთვის” დასაქმების ხელშეწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და სწორედ ამ მიზნით, თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო წარმატებულ კომპანიებთან და ორგანიზაციებთან, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. გამოსაშვები ღონისძიება, რომელიც აერთიანებს განათლებას, ტექნოლოგიას და ინდუსტრიულ საჭიროებებს, კიდევ ერთხელ ადასტურებს “სქილვილის” ლიდერობას საქართველოში ტექნოლოგიური განათლების მიმართულებით და ამტკიცებს, რომ კარიერულ წინსვლაზე ზრუნვა უმთავრესი პრიორიტეტია.

  • #სქილვილი


2024.11.09
ონლაინ ნეო უნივერსიტეტი „სქილვილი“ ცენტრალური აზიის უნივერსიტეტთან იწყებს თანამშრომლობას

ონლაინ ნეო უნივერსიტეტი „სქილვილი“ ცენტრალური აზიის უნივერსიტეტთან იწყებს თანამშრომლობას

ონლაინ ნეო უნივერსიტეტი “სქილვილი” ოფიციალურად შევიდა უზბეკეთის განათლების ბაზარზე, რაც მის რეგიონულ გაფართოებაში მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. ახლად ჩამოყალიბებული თანამშრომლობის ფარგლებში, “სქილვილი” უზბეკეთის სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, მომავლის პროფესიები შეისწავლონ “სქილვილის” ინოვაციურ ონლაინ პლატფორმაზე.

ამ თანამშრომლობის ფარგლებში, უზბეკი სტუდენტები შეძლებენ სხვადასხვა თანამედროვე კურსზე წვდომას, ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ციფრული მარკეტინგი, ვებდეველოპმენტი, კიბერუსაფრთხოება, გრაფიკული დიზაინი და სხვა მრავალი, რაც მათ ამზადებს დღევანდელი სწრაფად განვითარებადი შრომის ბაზრისთვის. კურსები უზბეკურ ენაზე იქნება ხელმისაწვდომი, რაც უფრო ფართო აუდიტორიისთვის გახდის მას მისაწვდომს და ხელს შეუწყობს ადგილობრივი ტალანტების განვითარებასა და ახალი კარიერული შესაძლებლობების შექმნას უზბეკეთში და მის ფარგლებს გარეთ.

“სქილვილის” დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მარიამიძე:  

მოხარულები ვართ, რომ “სქილვილი” ფართოვდება უზბეკეთში და ამყარებს ამ მნიშვნელოვან თანამშრომლობას ცენტრალური აზიის უნივერსიტეტთან. ეს თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია ჩვენი არეალისა და შესაძლებლობების გაფართოებისთვის, რათა რეგიონში სტუდენტებს მივაწოდოთ მაღალი ხარისხისა და  მომავალზე ორიენტირებული პროფესიული განათლება. კურსების ადგილობრივ ენაზე შეთავაზებით, გლობალური საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად ვპასუხობთ რეგიონალურ საჭიროებებს და ვუზრუნველყოფთ, რომ ჩვენი სტუდენტები მზად იყვნენ საერთაშორისო სამუშაო ბაზრის მოთხოვნებისთვის.

ვინაიდან “სქილვილი” აგრძელებს განვითარებას და ზრდას რეგიონში, უზბეკეთში გაფართოება წარმოადგენს მნიშვნელოვან სტრატეგიულ ნაბიჯს, რომელიც მიზნად ისახავს  მომავალი პროფესიონალების აღზრდას ცენტრალურ აზიაში, სადაც ციფრულ უნარებზე მოთხოვნა სწრაფად იზრდება. ამ თანამშრომლობით, “სქილვილი” მიზნად ისახავს თავის სტუდენტებს მიაწოდოს ის საჭირო ინსტრუმენტები და ცოდნა, რომელიც მათ გლობალურ კონკურენტულ ბაზარზე წარმატებისთვის სჭირდებათ.


2024.10.25
USAID-ის მხარდაჭერით, ონლაინ ნეო უნივერსიტეტი „სქილვილი“ ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრთან თანამშრომლობას იწყებს

USAID-ის მხარდაჭერით, ონლაინ ნეო უნივერსიტეტი „სქილვილი“ ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრთან თანამშრომლობას იწყებს

ონლაინ ნეო უნივერსიტეტი „სქილვილი“ ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრთან თანამშრომლობას იწყებს. ეს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელსაც მხარს უჭერს USAID-ის პროგრამა "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" , მიზნად ისახავს ჭიათურაში მცხოვრები სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ტექნიკური განათლება. აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს დასაქმების შესაძლებლობების განვითარებას რეგიონის IT სექტორში. 

ონლაინ ნეო უნივერსიტეტი „სქილვილი“ და ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრი ერთიანდებიან, რათა მოიძიონ და დაარეგისტრირონ ადგილობრივი სტუდენტები მრავალფეროვან IT კურსებზე, როგორებიცაა: Front-end (React, Python), Back-end (Java), DevOps და კიბერუსაფრთხოება. ჭიათურის მუნიციპალიტეტიდან, თანამშრომლობის ფარგლებში, მინიმუმ 30 სტუდენტი მიიღებს პროფესიულ განათლებას „სქილვილში“, რაც სტუდენტებს არა მხოლოდ ტექნიკურ უნარებს განუვითარებს, არამედ უზრუნველყოფს მათ ყოვლისმომცველ კარიერულ მხარდაჭერას, რათა კურსდამთავრებულები მალევე დასაქმდნენ მათ მიერ არჩეულ სფეროში.

„სქილვილის” კურსდამთავრებულები აგრეთვე მიიღებენ აკრედიტებულ დიპლომს, რომელიც აღიარებულია განათლების აკრედიტაციის ევროპული ასოციაციის (EAHEA) მიერ. 

„ძალიან მოხარულები ვართ, ვითანამშრომლოთ „სქილვილთან“, რადგან ეს თანამშრომლობა გვაძლევს საშუალებას, მივცეთ მეტი შესაძლებლობა ჭიათურელ ახალგაზრდებს, ჩაერთონ მუდმივად განვითარებად ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში. ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ტექგანათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით ჩვენს რეგიონში“, - განაცხადა ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის ხელმძღვანელმა ნატალია პატარიძემ. 

ცენტრი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დაარსდა.  ცენტრი ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის შეიქმნა და მიზნად ისახავს მათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვას და შრომით ბაზარზე აქტიურ ინტეგრაციას.

დასაქმების ხელშეწყობის მიზნით კი, კურსის წარმატებით გავლის შემდეგ, „სქილვილი“ დაეხმარება კვალიფიციურ კურსდამთავრებულებს კავშირები დაამყარონ წამყვან IT კომპანიებთან.

„მოხარულები ვართ, რომ გავავრცელოთ ჩვენი საგანმანათლებლო სერვისები ჭიათურის მუნიციპალიტეტში. USAID-თან და ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრთან ერთად, ჩვენ ვეხმარებით სტუდენტებს შეიძინონ ის აუცილებელი უნარები, რომლებიც საჭიროა ციფრული ეკონომიკის განვითარებისთვის“. – „სქილვილ საქართველოს“ დირექტორი ლანა ჩხარტიშვილი 


2024.09.24
თბილისის მერიისა და „სქილვილის“ წარმატებული თანამშრომლობის შედეგების შეჯამება პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ ფარგლებში

თბილისის მერიისა და „სქილვილის“ წარმატებული თანამშრომლობის შედეგების შეჯამება პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ ფარგლებში

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მუნიციპალური პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი“ ფარგლებში თბილისის მერიისა და „სქილვილის“ შედეგების შეჯამების ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიება „სქილვილის“ დამფუძნებელმა გიორგი მარიამიძემ გახსნა.

დედაქალაქის მერმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და პროგრამის მიზნებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.

„ქვეყანაში ბევრია ადამიანი, ვისაც სურვილი აქვს დასაქმდეს. პარალელურად, გვყავს ბიზნეს სექტორი, რომელიც ითხოვს კვალიფიციურ, პროფესიონალ კადრებს. შესაბამისად, დაახლოებით 5 წლის წინ, დავიწყეთ აღნიშნული პროგრამის განხორციელება, რითიც ადამიანებს ვაძლევთ შესაძლებლობას, კვალიფიკაცია აიმაღლონ, კიდევ უფრო მაგარი პროფესიონალები გახდნენ და შემდეგ უკვე დავეხმაროთ სამუშაოს მოძიებაში და დასაქმებაში.

ამ პროგრამაში 10 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა და მათი 70 პროცენტი დასაქმდა. ორი წლის წინ „სქილვილთან“ დავიწყეთ თანამშრომლობა, რისთვისაც მინდა, მადლობა გადავუხადო ამ ორგანიზაციას. ციფრული ტექნოლოგიები დღეს ძალიან მოთხოვნადი და განვითარებადია, მომავალი ზუსტად ამისკენ მიდის. შესაბამისად, აქაც გვინდა ხელი შევუწყოთ ყველა იმ ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს, ჩაერთოს, განვითარდეს, კიდევ უფრო გაძლიერდეს, აიმაღლოს კვალიფიკაცია და შემდეგ, როგორც საუბრის დასაწყისში ვთქვი, მხარი დავუჭიროთ მათ დასაქმებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამა გაგრძელდება და მეტ ადამიანს მიეცემა გადამზადების შესაძლებლობა.

კახა კალაძემ ასევე მიმართა პროგრამის წარმატებულ კურსდამთავრებულებს.

„მინდა, წარმატება გისურვოთ. კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი პატივისცემა. თქვენ, ახალგაზრდები ხართ ამ ქვეყნის მომავალი და ჩვენი მხრიდან ყოველთვის გექნებათ მხარდაჭერა და თანადგომა იმისთვის, რომ თქვენი ნიჭი მოახმაროთ ჩვენს ქვეყანას და მის განვითარებას“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა.

თბილისის მერიისა და „სქილვილის“ სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში, უკვე მეორე წელია ხორციელდება პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“. პროექტის მონაწილე სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, სრული დაფინანსებით შეისწავლონ ციფრული პროფესიები და დასაქმდნენ მაღალანაზღაურებად პოზიციებზე. „სქილვილთან“ თანამშრომლობის ფარგლებში დღეისათვის, 700-ზე მეტი ახალგაზრდა დაეუფლა ციფრულ პროფესიას.

 


2024.09.20
USAID-ის მხარდაჭერით Skillwill-ი აგრძელებს სტუდენტების დასაქმებაზე და კარიერულ განვითარებაზე ზრუნვას

USAID-ის მხარდაჭერით Skillwill-ი აგრძელებს სტუდენტების დასაქმებაზე და კარიერულ განვითარებაზე ზრუნვას

რეგიონში პირველი ონლაინ ნეო უნივერსიტეტი Skillwill-ი, სწავლების ინოვაციური მეთოდებით, მომავლის პროფესიონალებს ზრდის და სტუდენტებს დასაქმებისთვის საჭირო ყველა აუცილებელი ინსტრუმენტით უზრუნველყოფს. საერთაშორისო ბაზარზე დასაქმების შესაძლებლობა და კარიერული წარმატების ხელშეწყობა „სქილვილის“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ყოვლისმომცველი 3-კომპონენტიანი სწავლების თანამედროვე მეთოდით, „სქილვილი“ არა მხოლოდ სტუდენტების პროფესიულ განათლებაზე აკეთებს ფოკუსს, არამედ ხაზს უსვამს „რბილი უნარების“ განვითარების მნიშვნელობას. 

“„სქილვილისთვის, როგორც რეგიონში პირველი ონლაინ ნეო უნივერსიტეტისთვის, ტექნიკური ცოდნის მიცემის გარდა, უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს სტუდენტების კარიერულ განვითარებასა და მათ დასაქმებაზე ზრუნვა. სწორედ ამ მიზნით, კარიერული ზრუნვის მენეჯერები სტუდენტის კურსზე რეგისტრაციის დღიდან ერთვებიან თითოეული სტუდენტის ინდივიდუალური პორტფოლიოების მომზადებაში და მიჰყვებიან სტუდენტს კურსის დამთავრების შემდეგ კიდევ 6 თვე, რათა ხელი შეუწყონ შესაბამისი ვაკანსიის მოძიებასა და დასაქმებისთვის საჭირო უნარების განვითარებაში.” - კონსტანტინე შუბითიძე, ონლაინ ნეო უნივერსიტეტ „სქილვილის“ აკადემიური დირექტორი.

„სქილვილის“ სტუდენტების რეიტინგსისტემის მიხედვით, ტოპ სტუდენტების მაჩვენებლები გამოითვლება. რეიტინგი განისაზღვრება როგორც თეორიული ტესტირების, ისე პრაქტიკულ პროექტებში ჩართულობის საფუძველზე. ყველა კურსზე ტოპ სტუდენტების დასაქმების ვალდებულებას „სქილვილი“ საკუთარ თავზე იღებს. ICT სექტორის სპეციფიკასა და მომხიბვლელობას ის განაპირობებს, რომ ბაზარზე შესაბამის კადრებზე მოთხოვნა იმაზე მაღალია, ვიდრე მიწოდება. შესაბამისად, ხშირია შემთხვევები, როდესაც სტუდენტები უშუალოდ სწავლის პერიოდში საქმდებიან.

აღსანიშნავია, რომ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ „სქილვილსა“ და USAID-ის პროგრამას “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” შორის თანამშრომლობა გრძელდება. თანამშრომლობის ფარგლებში, „სქილვილი“ აგრძელებს სწავლების ინოვაციური მიდგომებისა და მეთოდების დანერგვას და ნებისმიერი ასაკის ადამიანებისთვის უმოკლეს დროში ციფრული და ტექნოლოგიური პროფესიების ათვისების შესაძლებლობას იძლევა. პროექტს უკვე არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს, რომელთა შორისაა ანა ქუმსიაშვილი:

“როცა სწავლა დავიწყე, ამ სფეროში არანაირი ცოდნა და გამოცდილება არ მქონდა. „სქილვილმა“ მომცა უნიკალური შესაძლებლობა, სახლიდან გაუსვლელად, ნულიდან დავუფლებოდი ჩემთვის საოცნებო პროფესიას. პროფესიონალი ხელმძღვანელობის წყალობით, საგრძნობლად გავიზარდე და განვავითარე ჩემი უნარები გრაფიკულ დიზაინში. „სქილვილში“ არა მარტო სასურველ პროფესიას დაეუფლებით, არამედ საშუალება გეძლევათ, განავითაროთ უნარები კარიერული ზრდის თვალსაზრით. მადლობა „სქილვილს“ ამ შესაძლებლობებისთვის!”.

მოთხოვნის გათვალისწინებით, „სქილვილმა“ მოხსნა შეზღუდვა კურსებზე ჩარიცხვის პერიოდულობაზე და ახლა უკვე წლის ნებისმიერ დროს შეუძლიათ მსურველებს, შემოვიდნენ „სქილვილის“ ვებ-გვერდზე, გაიარონ რეგისტრაცია და ჩაეწერონ უახლოეს ნაკადზე. 

“USAID-ის მხარდაჭერით შემუშავებულ და განვითარებულ კურსებზე მიღება ახლაც აქტიურად მიმდინარეობს. ივლისის დასაწყისში ახალმა ნაკადმა დაიწყო სწავლა და ამავე პროგრამის ფარგლებში ჩარიცხული სტუდენტების პირველმა კოჰორტამ უკვე დაასრულა სწავლა. ვამაყობთ ჩვენი პარტნიორობით როგორც USAID-თან, ისე ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომელთა ჩართულობა „სქილვილის“ პროგრამების განხორციელებაში საკვანძო მნიშვნელობისაა.”-კონსტანტინე შუბითიძე, ონლაინ ნეო უნივერსიტეტ „სქილვილის“ აკადემიური დირექტორი.

კიდევ ერთი წარმატებული კურსდამთავრებული ნინიკო ცუცქირიძეა, რომელიც სულ მალე ახალი პროფესიით იმუშავებს.

“ყოველთვის მქონდა ინტერესი მომავლის პროფესიების მიმართ, ამიტომ გამოვიყენე ეს შესაძლებლობა და დავამთავრე „სქილვილის“ IT პროგრამების მართვის კურსი. კურსი ორიენტირებული იყო როგორც თეორიული ცოდნის მიღებაზე, ისე პრაქტიკულ დავალებებზე, ამიტომ სრულად მზად ვარ იმისათვის, რომ შევაბიჯო ახალ პროფესიაში და რამდენიმე დღეში უკვე დავიწყებ ჩემი ახალი პროფესიით მუშაობას და ვიქნები IT პროექტების მენეჯერი”.

Skillwill-ი არის ნეო უნივერსიტეტი, რომელიც სტუდენტებს სწავლის უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს. 3-კომპონენტიანი სწავლების თანამედროვე მეთოდი კი სტუდენტებს ეხმარება, აღიჭურვონ დასაქმების ბაზრისთვის საჭირო ცოდნითა და უნარებით და კარიერული წარმატებისთვის საჭირო კომპეტენციით.


2024.07.16
Skillwill-ი  ლონდონის ტექნოლოგიურ კვირეულზე

Skillwill-ი ლონდონის ტექნოლოგიურ კვირეულზე

ზედიზედ 10 წელია, ევროპის უმსხვილეს ფინანსურ ცენტრში ლონდონის ტექნოლოგიური კვირეული (LTW) იმართება.

ღონისძიება 90-ზე მეტი ქვეყნიდან მასპინძლობს ტექნოლოგიების სფეროს ლიდერებსინვესტორებს, ანდრეპრენორებისა და სტარტაპერებს. 

კვირეულის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ, იპოვონ პარტიონირები და შეხვდნენ პოტენციურ ინვესტორებს, დაამყარონ კავშირები, გააზიარონ იდეები და მოისმინონ შთამაგონებელი ბიზნეს ისტორიები.

ლონდონის ტექნოლოგიური კვირეული წელს თავის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური იქნება და  მასში მონაწილეობას პირველად მიიღებს რეგიონში პირველი ონლაინ ნეო უნივერსიტეტი Skillwill-ი 

Skillwill-ი 2018 წელს დაარსდა და აქტიურადაა ჩართული განათლების სფეროში, ცდილობს სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვას და უკვე კემბრიჯის უნივერსიტეტთანაც თანამშრომლობს.

ნეოუნივერსიტეტის კურსები მსურველებს სწრაფად ცვალებად ტექნოლოგიურ სამყაროში ახალი უნარების შეძენასა და ნიჭის სრულფასოვნად რეალიზაციაში ეხმარება, მოიცავს ტექნიკურ ცოდნას, კარიერაზე ზრუნვასა და პროფესიული კავშირების დამყარებას.

კომპანიას LTW-ზე დამფუძნებელი გიორგი მარიამიძე წარადგენს, რომელსაც მიაჩნია, რომ ფესტივალში მონაწილეობის მიღება Skillwill-ისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება იქნება, რადგან გაჩნდება გლობალური აუდიტორიისთვის კომპანიის გაცნობისა და ტექინდუსტრიის წამყვან მოთამაშეებთან დაკავშირების მეტი შანსი, ასევე, ქვეყნისთვისაც შესაძლებლობა გაჩნდება, მზარდ ტექნოლოგიურ ცენტრად პოზიციონირდეს.

Skillwill -ის დამფუძნებელი გიორგი მარიამიძე.

კვირეულში მონაწილეობა ორი მიზეზის გამოა უმნიშვნელოვანესიპირველი არის ინვესტიციების მოზიდვაკერძოდგლობალურ ინვესტორებთან კომუნიკაცია და მათთვის ჩვენი პოტენციალის ჩვენებაჩვენი ინოვაციური მიდგომისა და სამომავლო გეგმების დემონსტრირებავფიქრობნამდვილად დაიმსახურებს დიდ ინტერესს და მხარდაჭერასრაც ინოვაციურ საგანმანათლებლო აქტივობებში ინვესტიციის მოზიდვის წინაპირობაა

მეორე მიზეზი კი ისეთ სერიოზულ აკადემიურ პარტნიორებთან თანამშრომლობააროგორიც არის კემბრიჯის უნივერსიტეტი და ერთობლივად შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის შეთავაზებასწორედ ამგვარი პროგრამები შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებსგაზრდის ჩვენს სანდოობასა და მიმზიდველობასრაცთავის მხრივხელს შეუწყობს აკადემიურ წარმატებასკვირეულში მონაწილეობის მიღება გააფართოებს Skillwill-ის გავლენას ტექნოლოგიური განათლების სექტორში“, - ამბობს გიორგი მარიამიძე. 


2024.06.25
Skillwill კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს

Skillwill კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს

რეგიონში პირველი ონლაინ ნეო უნივერსიტეტი „სქილვილი“ კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს. 

 თანამშრომლობის ფარგლებში კემბრიჯის უნივერსიტეტი საქართველოში განახორციელებს ინოვაციურ საგანმანათლებლო აქტივობებს, რომლებიც ხელს შეუწყობს სიღარიბის დაძლევას, გენდერული უთანასწორობის შემცირებასა და განათლების საერთო დონის ზრდას. 

„კემბრიჯთან თანამშრომლობა გარდა რეპუტაციისა, პირველ რიგში დაკავშირებულია ხარისხთან და მუდმივ განვითარებასთან. პარტნიორობის ფარგლებში შესაძლებლობა გვექნება ჩვენს სტუდენტებსა და პარტნიორებს შევთავაზოთ ერთობლივი უმაღლესი ხარისხის საგანმანათლებლო ინიციატივები, სასწავლო მასალები და ის გამოცდილება, რომელიც ჩვენი განათლების სისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.“- ამბობს ონლაინ ნეო უნივერსიტეტი „სქილვილის“ აკადემიური დირექტორი, კონსტანტინე შუბითიძე.

თანამშრომლობას საფუძველი რამდენიმე თვის წინ ჩაეყარა. უკვე შემუშავდა მნიშვნელოვანი პროექტი სასკოლო განათლებაში ICT კომპონენტის დანერგვისა და გაძლიერების მიმართულებით, რომელიც წარმატებით განხორციელების შემთხვევაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რეგიონებში მცხოვრები გოგონებისა და ქალების ეკონომიკურ გაძლიერებაში.

თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილი ეს და სხვა საერთო პროექტები კი ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი ასაკის, ცოდნისა და გამოცდილების მქონე ადამიანისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით. 

„კემბრიჯისთვის მნიშვნელოვანი იყო სანდო და საიმედო პარტნიორის ყოლა საქართველოში, რომელსაც ექნებოდა შესაბამისი გამოცდილებაც, კვალიფიკაციაც და მზაობაც, რომ საკმაოდ რთული და მასშტაბური პროექტები განეხორციელებინა საქართველოში ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად. სწორედ ამ კრიტერიუმებით შეირჩა Skillwill ადგილობრივ პარტნიორად.“  - აცხადებს ონლაინ ნეო უნივერსიტეტი „სქილვილის“ აკადემიური დირექტორი, კონსტანტინე შუბითიძე.

ონლაინ ნეო უნივერსიტეტი Skillwill წლებია აქტიურად არის ჩართული განათლების სფეროში და სწავლების ინოვაციური მეთოდებით ზრდის ტექ პროფესიონალებს


2024.06.20
SKILLWILL-მა სწავლების პროცესში ხელოვნური ინტელექტი დანერგა და ციფრული ავატარი შექმნა

SKILLWILL-მა სწავლების პროცესში ხელოვნური ინტელექტი დანერგა და ციფრული ავატარი შექმნა

ყველაზე მასშტაბურმა ნეო უნივერსიტეტმა საქართველოში, რომელიც 2018 წლიდან განათლების სფეროში აქტიურად არის ჩართული და პროფსიონალებს სწავლის ინოვაციური მეთოდებით ზრდის, სწავლების პროცესში ხელოვნური ინტელექტი დანერგა და ციფრული ავატარი შექმნა.

SKILLWILL-ის ციფრული ავატარი ინტეგრირებულია ხელოვნურ ინტელექტთან და სტუდენტების შეკითხვებს დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ჩატბოტის საშუალებით, ნებისმიერ ენაზე პასუხობს, ასწორებს ნაშრომებს და მორგებულია მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე.

SKILLWILL-ის ინფორმაციით, კონკურსი დიზაინერებისთვის SKILLWILL-ის ციფრული ავატარის შესაქმენლად რამდენიმე თვის წინ გამოცხადდა.

„დიზაინერებს პერსონაჟი 15-დან 35 წლამდე სამიზნე აუდიტორიისთვის უნდა შეექმნათ. ავატარის შთაგონება უნდა ყოფილიყო ფუტურისტული ელემენტები, უახლესი ტექნოლოგიები და ასევე, საგანმანათლებლო ინტერესები და ღირებულებები, რომელიც ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროსა და სივრცეში, ასევე, მოქნილია და ინდივიდების ინტერესებზეა მორგებული. ის გულისხმობს მასშტაბურობას და პერსონალიზებულ მიდგომებს .

საუკეთესო ავატარის შერჩევა ორ ეტაპად მოხდა. პირველ ეტაპზე, 10 კონკურსანტიდან 3 შეირჩა, ფინალურ ეტაპზე ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა ქალმა ავატარმა. ორგანიზატორების აზრით, ზუსტად ესადაგება სქილვილის ბრენდს და ასევე, იმ დიდ მიზანს,რასაც ნეო უნივერსიტეტი ემსახურება-მეტი გოგონა და ქალი ტექნოლოგიებში.

ნეო უნივერსიტეტი ამსხვრევს სტერეოტიპებს და ქმნის ახალ რეალობას, სადაც პროფესიებს ტექნოლოგიებში და ციფრულ სამყაროში ქალებიც ეუფლებიან. ინოვაციური მეთოდებით პროფესიონალების გაზრდა, სტერეოტიპების დარღვევა და ცოდნის ხელმისაწვდომობა SKILLWILL-ის მთავარი მიზანია. ამ კუთხით SKILLWILL-ის გუნდი, ტექნოლოგიებით დაინტერესებულ სტუდენტებს, კიდევ არაერთ სიახლეს შესთავაზებს“, - აცხადებენ SKILLWILL-ში.

  • #სქილვილი

 


2024.06.12
სქილვილი და კომპანია ტენე დაპარტნიორდნენ

სქილვილი და კომპანია ტენე დაპარტნიორდნენ

რეგიონში პირველი ონლაინ ნეო უნივერსიტეტმა, სქილვილმა, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, სქილვილმა ტენესთან დაიწყო თანამშრომლობა.

Skillwill რეგიონში პირველი ნეო უნივერსიტეტია არამხოლოდ სწავლების ინოვაციური და სტუდენტზე მორგებული მეთოდებით, არამედ პირველი სრულად მწვანე კომპანიაც, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება ნარჩენების მინიმალიზაციას.

"Skillwill-სთვის როგორც პირველი ონლაინ ნეო უნივერსიტეტისთვის საქართველოში და რეგიონში საამაყოა, რომ ჩვენს ოფისში ამიერიდან განთავსდა Tene-ს მწვანე ყუთები და ჩვენი თანამშრომლები და სტუმრები შეძლებენ პასუხისმგებლობით მიუდგნენ პლასტმასის ნარჩენებს." - ხათუნა ნანუაშვილი, სქილვილის მარკეტინგის დირექტორი.

ტენესთან თანამშრომლობის ფარგლებში, ყოველთვიურად შეგროვდება პლასტმასის ნარჩენები, რომელსაც შემდეგ კომპანია ტენე გადაამუშავებს. მნიშვნელოვანია, რომ ტენე ქართული კომპანიაა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ეკოლოგიაზე ზრუნვაა და ამ მიმართულებით არაერთი პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი.

  • #სქილვილი


2024.03.06
Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის თანამშრომლობა დაიწყო

Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის თანამშრომლობა დაიწყო

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტი Skillwill, USAID-ის პროგრამის "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" ფარგლებში, ცალკეული საგანმანათლებლო სერვისების შემუშავებასა და დანერგვას უზრუნველყოფს.

ორწლიანი პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ICT მიმართულებით 10 მოკლევადიანი და გრძელვადიანი სასერტიფიკატო პროგრამის შემუშავება, რომლებიც როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე გაივლის აკრედიტაციას. გარდა ამისა, ზოგადი განათლების საფეხურზე მყოფი პირებისთვის შემუშავდება საბაზისო კურსი და ინტეგრირებული პროგრამა ამავე მიმართულებით.

პროექტის განმავლობაში Skillwill-ი ჩართულ პარტნიორებთან ერთად გაზრდის რეგიონულ ხელმისაწვდომობას ხარისხიან მომზადება-გადამზადების პროგრამებზე და განავითარებს სასწავლო პლატფორმას, რომელიც ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროებების მქონე პირებზე. პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ქუთაისსა და ბათუმში "სქილვილის" ორი ტრენინგცენტრიც გაიხსნება.

თანაბარი ხელმისაწვდომობისა და ინკლუზიურობის სტიმულირების მიზნით მხარდაჭერილი იქნება ახალგაზრდების, ქალების, სოფლად მცხოვრები, ეთნიკური და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების ჩართულობა. პროექტის ფარგლებში 1000 სტუდენტის გადამზადება და მათი დასაქმების ხელშეწყობაა დაგეგმილი.


2024.03.06
სქილვილსა და აფხაზეთის მთავრობას შორის თანამშრმოლობა გრძელდება

სქილვილსა და აფხაზეთის მთავრობას შორის თანამშრმოლობა გრძელდება

სქილვილისა და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატი-ს ერთობლივი პროექტის “თანამედროვე ტექნოლოგიური პროფესიების შესწავლა აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისათვის“ პირველი ნაკადის შემაჯამებელი ღონისძიება და ახალი სტუდენტების მიღება გაიმართა.

ღონისძიებაზე კურსდამთავრებულებს გადაეცათ საერთაშორისო სერტიფიკატები და შესაძლებლობა მიეცათ საკუთარი გამოცდილება პროგრამის ახალი სტუდენტებისთვის გაეზიარებინათ.

ერთობლივი პროექტის ფაგრგლებში, აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები, სქილვილში, სრული დაფინანსებით სწავლობენ ისეთ პროგრამებზე, როგორიცაა პროგრამირება 0-დან, ფრონტენდ დეველოპმენტი, ბექენდ დეველოპმენტი, IT პროექტების მართვა, UX/UI დიზაინი და ციფრული პროდუქტების ტესტირება. მონაწილეები შრომის ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად, თანამედროვე ტექნოლოგიურ პროფესიებს ეუფლებიან.

  • #სქილვილი
  • #პროგრამირება
  • #დასაქმება
     


2024.03.06
Skillwill-სა და საქკაბელს შორის მემორანდუმი გაფორმდა

Skillwill-სა და საქკაბელს შორის მემორანდუმი გაფორმდა

სქილვილსა და საქკაბელს შორის თანამშრომლობის ფარგლებში მნიშვნელოვანი სოციალური პროექტის განხორციელებას ჩაეყარა საფუძველი - მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები ,,საქკაბელის'' სრული დაფინანსებით, Skillwill-ში სწავლას დაიწყებენ, რომლებსაც ,,ჩართეს'' დახმარებით ინტერნეტი და საჭირო ტექნიკა უკვე აქვთ. 

ისინი ონალიან დაეუფლებიან ისეთ მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიებს, როგორიცაა პროგრამირება, IT პროექტების მენეჯმენტი, Front-end დეველოპმენტი და UX/UI დიზაინი.

,,აღსანიშნავია რომ მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს ახალგაზრდების შრომის ბაზარზე გააქტიურებას და საერთაშორისო თუ ადგილობრივი კომპანიისთვის, მაღალანაზღაურებად სექტორებში მუშაობის შესაძლებლობას ნებისმიერი წერტილიდან, მათ შორის საკუთარი რეგიონიდან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კერძო სექტორი მსგავსი ინიციატივების მხარდამჭერია და ჩვენთან ერთად ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, გახადოს განათლება ხელმისაწვდომი." - ამბობენ ,,სქილვილში.''

,,საქკაბელისთვის'' განათლებაზე ზრუნვა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და საქართველოში პირველ ნეო უნივერსიტეტთან Skillwil-თან გავაფორმეთ მემორანდუმი. ის პროექტი, რომელსაც ერთობლივად ვახორციელებთ ძალიან სასარგებლოა, რაც კურსდამთავრებულს ახალ შესაძლებლობებს და კარიერულ ზრდას მოუტანს. ამ ეტაპზე ორიენტირი მომავლის პროფესიებზე ავიღეთ. სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა საჭირო უნარები სახლიდან გაუსვლელად გამოიმუშაონ, ახალი კონტაქტები შეიძინონ, გაიცნონ სფეროს პროფესიონალები, რაც წარმატებულად დასაქმებისთვის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. დარწმუნებული ვარ, პროექტის ფარგლებში არაერთი წარმატებული მაგალითი გვექნება, რის საფუძველზეც მომავალშიც გავაგრძელებთ Skillwill-თან თანამშრომლობას და გავზრდით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობას. რაც მათ ახალი პროფესიის დაუფლებაში თუ ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება. " - განაცხადა სს "საქკაბელის" მმართველმა დირექტორმა დავით კაპანაძემ.


2024.03.06
SKILLWILL-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის პარტნიორობა დაიწყო

SKILLWILL-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის პარტნიორობა დაიწყო

Skillwill-ი და USAID-ის პროგრამა "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" თანამშრომლობა დაიწყეს. თანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოაწერეს Skillwill-ის დამფუძნებელმა, ვახტანგ თურნავამ და USAID-ის პროგრამის “დამსაქმებელი პროფესიული განათლებისთვის” დირექტორმა, დევიდ ბლოდმა.

თანამშრომლობის ფარგლებში, დაგეგმილია ICT მიმართულებებით, ახალი მოკლევადიანი და გრძელვადიანი სასერტიფიკატო პროგრამების შემუშავება. პროექტის განმავლობაში, Skillwill-ი, ჩართულ პარტნიორებთან ერთად, გაზრდის რეგიონულ ხელმისაწვდომობას ხარისხიან მომზადება-გადამზადების პროგრამებზე და განავითარებს სასწავლო პლატფორმას, რომელიც ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროებების მქონე პირებზე. პროექტის ფარგლებში, 1000 სტუდენტის გადამზადება და მათი დასაქმების ხელშეწყობაა დაგეგმილი.

„ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხარისხიანი განათლების მიღება, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის, გავხადოთ ხელმისაწვდომი. ამ შესაძლებლობების შექმნაში ამერიკელი ხალხის დახმარება განსაკუთრებით საჭირო და მნიშვნელოვანია. მიხარია, რომ USAID-ის მხარდაჭერით, შევძლებთ გავაძლიეროთ ქართული ICT სექტორი და ეკონომიკა და ბიზნესის საჭიროებები პროფესიონალი კადრებით დავაკმაყოფილოთ.“ - აცხადებს სქილვილის დამფუძნებელი, ვახტანგ თურნავა.

„მოხარული ვარ რომ სქილვილთან თანამშრომლობას მოვაწერეთ ხელი, რომლის ფარგლებშიც მხარს დავუჭერთ აიტი და ციფრული მიმართულებებით პროგრამების განვითარებას. საქართველოში ICT სწრაფად მზარდი სექტორია, თუმცა საჭიროებს უფრო მეტ შესაბამისი უნარების მქონე პროფესიონალს. სწორედ ეს პარტნიორობა დაეხმარება ინდუსტრიას და კერძო სექტორს, პროფესიონალი კადრების დეფიციტის შევსებაში.“ - ამბობს USAID-ის პროგრამის დირექტორი, დევიდ ბლოდი.

მნიშვნელოვანია, რომ პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოში ICT სექტორისთვის ისეთი სამუშაო ძალის განვითარებას, რომელიც კერძო სექტორის საჭიროებებსა და ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებთან იქნება შესაბამისობაში.


2023.11.08
Skillwill-ის კურსდამთავრებულების გამოსაშვები ღონისძიება და დასაქმების ფორუმი

Skillwill-ის კურსდამთავრებულების გამოსაშვები ღონისძიება და დასაქმების ფორუმი

24 ოქტომბერს, Skillwill-ის კურსდამთავრებულების გამოსაშვები ღონისძიება და დასაქმების ფორუმი გაიმართა.ღონისძიებას Skillwill-ის პროგრამირების და ციფრული მარკეტინგის სხვადასხვა მიმართულებების 100-ზე მეტი კურსდამთავრებული დაესწრო.

კურსდამთავრებულების შორის, მერიის მიერ დაფინანსებული პროგრამის "ისწავლე და დასაქმდი" ფარგლებში, მიღებული სტუდენტები იყვნენ.

ღონისძიების ფარგლებში, ბაზრის მსხვილმა დამსაქმებელმა Skillwill-ის კურსდამთავრებულებს მიმდინარე, ექსკლუზიური ვაკანსიები და სტაჟირებები გაუზიარეს. ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა Lineate-ი, Digital Area, Making science sweeft-ი, თიბისი ბანკი, პაშა ბანკი, კრისტალი, ტრანსპორტერი და სხვა წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მერიის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. მათ კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს, გაუზიარეს ინფორმაცია ახალი უნარების შეძენის მნიშვნელობის, დასაქმების მიმართულებით ბაზარზე არსებული საჭიროებების, კადრების დეფიციტის აღმოფხვრის, დასაქმების შესაძლებლობების შესახებ.სქილვილისთვის დასაქმების ხელშეწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

სწორედ ამ მიზნით, თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო წარმატებულ კომპანიებთან და ორგანიზაციებთან, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. 


2023.11.06
დედოფლისწყაროს მერიისა და SKILLWILL-ის თანამშრომლობა

დედოფლისწყაროს მერიისა და SKILLWILL-ის თანამშრომლობა

დედოფლისწყაროს მერიისა და Skillwill-ის თანამშრომლობა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიისა და Skillwill-ის თანამშრომლობის ფარგლებში, მნიშვნელოვანი სოციალური პროექტის განხორციელებას ჩაეყარა საფუძველი. პროექტის ფარგლებში, დედოფლისწყაროში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა, სრული დაფინანსებით, Skillwill-ში სწავლა უკვე დაიწყეს.

პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდები დაეუფლებიან ისეთ მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიებს, როგორიცაა პროგრამირება და ციფრული მარკეტინგი.

სტუდენტებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი, Skillwill-ის დირექტორი, გიგი გიორგაძე და სხვა წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა სტუდენტებთან
ერთად განიხილეს სწავლის პირველი შედეგები და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე
იმსჯელეს.

„მიმაჩნია რომ, Skillwil-თან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია და ის პროექტი, რომელსაც ერთობლივად ვახორციელებთ ძალიან სასარგებლოა, რადგან ეხება ახალგაზრდებისთვის
საჭირო ცოდნისა და უნარების მიცემას და მათი დასაქმების ხელშეწყობას. დარწმუნებული
ვარ, პროექტის ფარგლებში არაერთი წარმატებული მაგალითი გვექნება, რის საფუძველზეც მომავალშიც
გავაგრძელებთ Skillwill-თან თანამშრომლობას და გავზრდით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობას.“ - ამბობს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს მერი, ნიკოლოზ ჯანიაშვილი.

გიგი გიორგაძე: „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტისა და Skillwill-ის თანამშრომლობის პირველი ეტაპი ყველასთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა, რადგან ამ პარტნიორობის ფარგლებში დაფინანსებულ სტუდენტებთან ერთად უნდა შეიქმნას წარმატების მაგალითები, რომელიც დედოფლისწყაროში და მთლიანად რეგიონშიც ახალგაზრდებს მისცემს სწავლის მოტივაციას.“

მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს ახალგაზრდების შრომის ბაზარზე გააქტიურებას და საერთაშორისო თუ ადგილობრივი კომპანიისთვის, მაღალანაზღაურებად სექტორებში მუშაობის შესაძლებლობას ნებისმიერი წერტილიდან, მათ შორის საკუთარი რეგიონიდან.


2023.10.13
სქილვილი 𝐓𝐞𝐜𝐡𝐧𝐨𝐯𝐚𝐭𝐢𝐨𝐧 𝐆𝐢𝐫𝐥𝐬 SAKARTVELO-ს ბანაკს ესტუმრა

სქილვილი 𝐓𝐞𝐜𝐡𝐧𝐨𝐯𝐚𝐭𝐢𝐨𝐧 𝐆𝐢𝐫𝐥𝐬 SAKARTVELO-ს ბანაკს ესტუმრა

სქილვილი 𝐓𝐞𝐜𝐡𝐧𝐨𝐯𝐚𝐭𝐢𝐨𝐧 𝐆𝐢𝐫𝐥𝐬 Sakartvelo-ს ბანაკს ესტუმრა

Technovation Girls Sakartvelo 2023-ის მონაწილე გოგოებისთვის, კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, ტექნოლოგიური ბანაკი ჩატარდა, რომელში მონაწილეობა სქილვილმა მიიღო. სქილვილის წარმომადგენლებმა, ბანაკის მონაწილეებთან ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ინტერაქციული შეხვედრა ჩაატარეს. ასევე, მონაწილეებს საინტერესო ინფორმაცია გაუზიარეს ყველა იმ შესაძლებლობის შესახებ, რასაც სქილვილი სტუდენტებს და შემდეგ უკვე კურსდამთავრებულებს სთავაზობს. სქილვილის წარმატებულმა კურსდამთავრებულმა ნინი გამთენაძემ, პროექტის მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

𝗧𝗲𝗰𝗵𝗻𝗼𝘃𝗮𝘁𝗶𝗼𝗻 𝗚𝗶𝗿𝗹𝘀 საერთაშორისო პროექტია, რომელშიც უკვე 17 წელია, მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ათიათასობით გოგო იღებს მონაწილეობას და გულისხმობს მათ მომზადებას პროგრამირებასა და მეწარმეობაში, კონკრეტული პრობლემების გადაჭრის ტექნოლოგიური გზის საპოვნელად. 

მნიშვნელოვანია, რომ პროექტის პარტნიორების სიას, წელს Skillwil-ი შეუერთდა, რომელიც ზრუნავს მომავლის განვითარებაზე და მხარს უჭერს მსგავს ინიციატივებს.

წელს პროგრამის ფარგლებში ტექნოლოგიური პროექტები 249 გოგომ შექმნა.


2023.09.19
შეხვედრა ლაგოდეხში მცხოვრებ ახალგაზრდებთან

შეხვედრა ლაგოდეხში მცხოვრებ ახალგაზრდებთან

შეხვედრა ლაგოდეხში მცხოვრებ ახალგაზრდებთან

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, შეხვედრა გაიმართა ახალგაზრდებთან, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა არ მიიღეს.

შეხვედრის ფარგლებში, ახალგაზრდებმა იმ შესაძლებლობების შესახბ მიიღეს ინფორმაცია, რაც მათ დასაქმების და განათლების მიმართულებით აქვთ. შეხვედრას კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, ასევე ადგილობრივი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

აუდიტორიამ დეტალური ინფორმაცია მიიღო მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესიების, აქტუალური სფეროების, დასაქმების შესაძლებლობების შესახებ. 

სქილვილის წარმომადგენლები ახალგაზრდებს მომავლის პროფესიების შესახებ ესაუბრნენ, აქტუალური და მოთხოვნადი სფეროები გააცნეს, ყველა იმ შესაძლებლობის შესახებ გაუზიარეს ინფორმაცია, რასაც სქილვილის აკადემია დაინტერესებულ ადამიანებს, მათ შორის ახალგაზრდებს სთავაზობს. საუბრისას, აკადემიის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ტექ და ციფრული პროფესიების ათვისება, განვითარებად ტექნოლოგიურ სამყაროზე მორგების მიზნით. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.


2023.09.07
კურსდამთავრებულებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება და დასაქმების ფორუმი

კურსდამთავრებულებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება და დასაქმების ფორუმი

კურსდამთავრებულებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება და დასაქმების ფორუმი

სქილვილში, კურსდამთავრებულებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია ჩატარდა, რომელსაც ბაზრის მსხვილი დამსაქმებელი კომპანიები ესწრებოდნენ. 

სქილვილის წარმატებულ კურსდამთავრებულებს, კომპანიების წარმომადგენლებმა გაუზიარეს ინფორმაცია დასაქმების მიმართულებით ბაზარზე არსებული საჭიროებების, კადრების დეფიციტის აღმოფხვრის, დასაქმების შესაძლებლობების შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებმა მათ ექსკლუზიური
ვაკანსიები გაუზიარეს.  

“დღეს სქილვილში გვქონდა მეორე ნაკადის კურსდამთავრებულების გამოსაშვები ცერემონია და მოწვეულ პარტნიორებთან, პოტენციურ დამსაქმებლებთან ერთად ჩვენს საუკეთესო კურსდამთავრებულებს გავუზიარეთ ინფორმაცია იმ შესაძლებლობების შესახებ, რომლებსაც ჩვენი პარტნიორები, მათ, სქილვილის კურსების გავლის შემდეგ ტექნოლოგიური და ციფრული მიმართულებებით შესთავაზებენ. ეს გულისხმობს დასაქმებისა და ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობებს, რაც ჩვენს კურსდამთავრებულებს ახალი, წარმატებული კარიერის დაწყებაში დაეხმარება.“ - ამბობს აკადემიის დირექტორი, გიგი გიორგაძე. 

სქილვილისთვის დასაქმების ხელშეწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით, თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო წარმატებულ კომპანიებთან და ორგანიზაციებთან, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში.  

„ციფრული მმართველობის სააგენტო, როგორც ციფრული ტრანსფორმაციების ხელშემწყობი ორგანო საქართველოში, მზად არის ხელი შეუწყოს კვალიფიციური კადრების დასაქმებას. ამ მხრივ, სქილვილის კურსდამთავრებულებს, შევთავაზებთ სხვადასხვა სტაჟირების და დასაქმების შესაძლებლობას.“- თქვა ციფრული მმართველობის
სააგენტოს წარმომადგენელმა, არსენ ალაგარდაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ სქილვილი საქართველოში ყველაზე მასშტაბური ონლაინ აკადემიაა, სადაც სწავლა შეუძლია ნებისმიერი ასაკის, პროფესიის ადამიანს, ვისაც აქვს ინტერესი ისწავლოს ტექ პროფესიები, ციფრული მარკეტინგი და ხელოვნური ინტელექტი. სქილვილში სტუდენტების მიღება ამჟამად მიმდინარეობს. მე-7 ნაკადისთვის სწავლა 25 სექტემბერს დაიწყება.  


2023.09.07
პროექტი "ევროპული არდადეგები" რაჭაში და მოთხოვნადი პროფესიები, რომლებიც სქილვილის აკადემიამ აფხაზეთიდან დევნილ 100-მდე ახალგაზრდას გააცნო

პროექტი "ევროპული არდადეგები" რაჭაში და მოთხოვნადი პროფესიები, რომლებიც სქილვილის აკადემიამ აფხაზეთიდან დევნილ 100-მდე ახალგაზრდას გააცნო

პროექტი „ევროპული არდადეგები“ რაჭაში და მოთხოვნადი პროფესიები, რომლებიც სქილვილის აკადემიამ აფხაზეთიდან დევნილ 100-მდე ახალგაზრდას გააცნო

პროექტის “ევროპული არდადეგები“ ფარგლებში, სქილვილ აკადემია შაორის ბანაკს ესტუმრა, რომელშიც მონაწილეობას აფხაზეთიდან დევნილი 100-მდე ახალგაზრდა იღებს.

მნიშვნელოვანია, რომ პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ახალგაზრდობის სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით, მიმდინარეობს.

სქილვილის წარმომადგენლები ახალგაზრდებს მომავლის პროფესიების შესახებ ესაუბრნენ, აქტუალური და მოთხოვნადი სფეროები გააცნეს, ყველა იმ შესაძლებლობის შესახებ გაუზიარეს ინფორმაცია, რასაც სქილვილის აკადემია დაინტერესებულ ადამიანებს, მათ შორის ახალგაზრდებს სთავაზობს. საუბრისას, აკადემიის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ტექ და ციფრული პროფესიების ათვისება, განვითარებად ტექნოლოგიურ სამყაროზე მორგების მიზნით. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.

„ჩვე­ნი მი­ზა­ნია, გა­ვა­ჩი­ნოთ ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და­საქ­მე­ბის ბა­ზარ­ზე, ხელი შე­ვუ­წყოთ ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი სფე­როების გან­ვი­თა­რე­ბას ქვე­ყა­ნა­ში და სახელმწიფო სექტორებთან თანამშრომლობით, ადამიანებს მივცეთ ის ცოდნა და უნარები, რაც წარმატებული კარიერისთვის აუცილებელი წინაპირობაა.“ - ამბობენ სქილვილ აკადემიაში.

პროექტის მიზანია, ახალგაზრდების ინფორმირება საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე და მათი ჩართულობის გაზრდა აღნიშნულ პროცესში. ამასთან, პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდები ჩართულნი არიან სხვადასხვა საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ აქტივობებში.

სქილვილ აკადემია მუდმივად ჩართულია მსგავსი ტიპის აქტივობებში, ამ მიზნით აქვს რეგიონული პროექტები და აქტიურადაა ჩართული მთელი საქართველოს მასშტაბით განათლების პოპულარიზაციაში, რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, დაინტერესებული პირებისთვის ახალი შესაძლებლობების მიცემასა და მათ მხარდაჭერაში.


2023.09.05
Skillwill-ს და არქი - Archi-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

Skillwill-ს და არქი - Archi-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

"არქი" და საქართველოში ყველაზე მასშტაბური ონლაინ აკადემია "სქილვილი" დაპარტნიორდნენ. 

„არქიმ“ და საქართველოში ყველაზე მასშტაბურ ონლაინ აკადემია „სქილვილი“ დაპარტნიორდნენ. ამ თანამშრომლობის ფარგლებში არქი ყველა მსურველ არქელს სქილვილში სწავლის საფასურის 50%-ს დაუფინანსებს, რაც ნიშნავს, რომ არქელებს შესაძლებლობა ეძლევათ ნახევარ ფასად შეისწავლონ მომავლის პროფესიები IT მიმართულებით, ციფრული მარკეტინგის მიმართულებით და ასევე, გაიარონ ზოგადი ინგლისურის კურსი. „არქისთვის არქელებზე ზრუნვა მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ მუდმივად ვაწყობთ მასშტაბურ ღონისძიებებს და ვზრუნავთ არქლების განწყობაზე, იმაზე, რომ თითოეულმა არქელმა თავი ბედნიერად და კომფორტულად იგრძნოს. ამ ეტაპზე ორიენტირი ჩვენი დიდი ოჯახის წევრების განვითარებაზე ავიღეთ და მზად ვართ ყველა მსურველ არქელს სქილვილში კურსის საფასურის 50% დავუფინანსოთ, რაც მათ ახალი პროფესიის დაუფლებაში თუ ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება.“ _ აცხადებს არქის გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი.

საქართველოში დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა კომპეტენტური კადრებით ბაზრის დაკმაყოფილებაა. კადრების დეფიციტის პრობლემა კი განსაკუთრებით თვალსაჩინოა IT სფეროში, რომელიც ერთერთ ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიას წარმოადგენს. ამ სფეროს წარმომადგენლებს დასაქმების ფართო შესაძლებლობები ეხსნებათ, როგორც საქართველოში, ასევე უცხოურ ბაზარზე. მნიშნელოვანია, რომ სქილვილის კურსდამთავრებულების 76% უკვე დასაქმებულია. “Skillwill-ის მიზანია მისცეს საჭირო ცოდნა და უნარები ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც სურს დაიწყოს ახალი კარიერა ან გახდეს უფრო მაღალკვალიფიციური კადრი.

ჩვენთვის მნიშნელოვანია, რომ ყველა ადამიანს, განურჩევლად მათი ასაკისა და პროფესიისა მივცეთ შესაძლებლობა ჩაერთოს ჩვენს კურსებში. ამით ერთი მხრივ, კომპანიებს დავეხმარებით კვალიფიციური კადრების მოძიებაში, მეორე მხრივ კი სამსახურის მაძიებელ ადამიანებს მივცემთ შანსს, აკეთონ მომავლის საქმე და ამავდროულად ჰქონდეთ მაღალანაზღაურებადი პროფესია“, - ამბობს სქილვილის აკადემიის გენერალური დირექტორი, გიგი გიორგაძე. სქილვილის აკადემიაში IT პროფესიების შესასწავლად, მათემატიკური ცოდნა აუცილებელი არაა, მთავარია სურვილი და მონდომება, ისწავლო და შეიძინო ახალი უნარები.

არქისთვის არქელებზე ზრუნვა პრიორიტეტულია, ამიტომ კომპანიამ გადაწყვიტა საქართველოში ყველაზე მასშტაბურ ონლაინ აკადემიასთან თანამშრომლობა, რაც არქის დიდი ოჯახის წევრებს ახალ შესაძლებლობებს და კარიერულ ზრდას მოუტანს. ონლაინ აკადემია სქილვილში IT მიმართულების, ციფრული მარკეტინგისა და უცხო ენის სწავლება თანამედროვე მეთოდებით მიმდინარეობს. სქილვილ აკადემიაში მუდმივად ზრუნავენ იმაზე, რომ სტუდენტებმა გამოიმუშაონ საჭირო უნარები სახლიდან გაუსვლელად და შეიძინონ ახალი კონტაქტები, გაიცნონ სფეროს პროფესიონალები, რაც წარმატებულად დასაქმებისთვის უმნიშნელოვანესი წინაპირობაა.

  • #სქილვილი
  • #ისწავლედადადსაქმდი
  • #თბილისისმერია
  • #პროგრამირება
  • #დასაქმება


2023.07.13
სქილვილი "ისწავლე და დასაქმდის" პარტნიორი გახდა

სქილვილი "ისწავლე და დასაქმდის" პარტნიორი გახდა

"ისწავლე და დასაქმდი" წლევანდელ პროგრამას დაემატა ინფორმაციული ტექნოლოგიები, რაშიც SKILLWILL ჩაერთო.

თბილისის მერიის მუნიციპალური პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ 2018 წელს ამოქმედდა და კვლავაც წარმატებით აგრძელებს საქმიანობას. ამ პროექტის მიზანია სამსახურის მაძიებელი მოქალაქეების თბილისის შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიულ სპეციალობებში მოკლევადიანი კურსების მეშვეობით მომზადება/გადამზადება და დასაქმების ხელშეწყობა.

წლევანდელ პროგრამას დაემატა ინფორმაციული ტექნოლოგიები, რაშიც Skillwill ჩაერთო. პროგრამის ფარგლებში, ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით, Skillwill-ში, უპრეცენდენტო რაოდენობის,600-მდე აპლიკაცია შემოვიდა. დიდი ინტერესის გათვალისწინებით თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება რომ განსაზრღვრულ რაოდენობაზე მეტ ადამიანს დააფინანსებს ტექნოლოგიების სფეროში კარიერული კურსების გასავლელად.

ამჟამად მიმდინარეობს აპლიკაციების გადარჩევის პროცესი. Პირველ ეტაპზე 120 სტუდენტი შეძლებს დაეფლოს ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს Skillwill-ში. შერჩევის პროცესში პრიორიტეტი სამსახურის მაძიებლებსა და სტუდენტებს მიენიჭებათ. თუმცა შემდგომშიც ყველა აპლიკანტის განცხადება იქნება დაკმაყოფილებული ვინც შემდეგ ორ კუმულაციურ კრიტერიუმს აკმაყოფილებს: არის 18 წლის ან მეტი (სრულწლოვანი) და რეგისტრირებულია ქალაქ თბილისში.

  • #სქილვილი
  • #ისწავლედადადსაქმდი
  • #თბილისისმერია
  • #პროგრამირება
  • #დასაქმება


2023.07.13
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას და ონლაინ აკადემია სქილვილს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას და ონლაინ აკადემია სქილვილს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას და ონლაინ აკადემია სქილვილს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია მხარეთა შორის მჭიდრო თანამშრომლობის ჩამოყალიბება, საერთო მიზნების დასახვა და განხორციელება, რომლებიც მიმართული იქნება საქართველოში IT სფეროს და ციფრული მარკეტინგის სფეროს პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის, შესაბამისი პროფესიული პროგრამების სწავლებასა და პროფესიული პროგრამის კურსდამთავრებულთა შრომით ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს წითელი ჯვრის გენერალურმა მდივანმა, ნინო ოსეფაიშვილმა და ონლაინ აკადემია სქილვილის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიგი გიორგაძემ.

ონლაინ აკადემია სქილვილის აღმასრულებელი დირექტორის, გიგი გიორგაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლობის ფარგლებში სქილვილის პროგრამების პოპულარიზაციაზე ერთობლივად იზრუნონ.

„მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენ ერთობლივად ვიზრუნებთ სქილვილის პროგრამების პოპულარიზაციაზე განსაკუთრებით რეგიონებში, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწოდოთ ინფორმაცია და მივცეთ შესაძლებლობა ჩაერთონ სქილვილის აკადემიის კურსებში და დაეუფლონ ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს“, - განაცხადა გიგი გიორგაძემ.

„ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაციული ტექნოლოგიების და ციფრული მარკეტინგის პოპულარიზაცია, განსაკუთრებით ძნელად მისადგომ რეგიონებში, მოგეხსენებათ საქართველოს წითელ ჯვრის საზოგადოებას გააჩნია მოხალისეების ყველაზე დიდი ქსელი ქვეყნის მასშტაბით და შევეცდებით ჩვენმა მოხალისეებმა, რომლის მთავარ ნაწილს წარმოადგენენ ახალგაზრდები ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა იმ არაჩვეულებრივ შესაძლებლობებზე, რომელსაც სქილვილი სთავაზობს მოსახლეობას“, - განაცხადა საქართველოს წითელი ჯვრის გენერალურმა მდივანმა, ნინო ოსეფაიშვილმა.

სქილვილის აკადემია საქართველოში ყველაზე მასშტაბური ონლაინ აკადემიაა, სადაც სწავლა შეუძლია ნებისმიერი ასაკის, პროფესიის ადამიანს, ვისაც აქვს ინტერესი ისწავლოს აიტი სფეროს პროფესიები, ციფრული მარკეტინგის მიმართულება და უცხო ენები. სქილვილ აკადემიაში მუდმივად ზრუნავენ იმაზე, რომ სტუდენტებმა გამოიმუშაონ საჭირო უნარები სახლიდან გაუსვლელად და შეიძინონ ახალი კონტაქტები, გაიცნონ სფეროს პროფესიონალები, რაც წარმატებულად დასაქმებისთვის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.

  • #სქილვილი


2023.07.13
რეგიონში პირველი ონლაინ ნეო უნივერსიტეტი Skillwill-ის და UN Women-ის თანამშრომლობა

რეგიონში პირველი ონლაინ ნეო უნივერსიტეტი Skillwill-ის და UN Women-ის თანამშრომლობა

რეგიონში პირველი ონლაინ ნეო უნივერსიტეტი Skillwill-ი, გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი გახდა. UN Women-თან თანამშრომლობის ფარგლებში, სქილვილის სტუდენტებმა, UN Women-ის ბენეფიციარი ქალი მეწარმეებისთვის, მათი ბიზნეს საჭიროებების გათვალისწინებით, ციფრული პროდუქტების შექმნაზე იმუშავეს. 

განხორციელებული სტუდენტური პროექტების პრეზენტაცია კი, ფართო აუდიტორიის წინაშე გაიმართა.

"ძალიან ამაყები ვართ რომ ჩვენმა სტუდენტებმა ორი თვის განმავლობაში იმუშავეს და საბოლოო ტექნოლოგიური გადაწყვეტები შესთავაზეს ქალ მეწარმეებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. შემუშავებული ციფრული პროდუქტები ახალგაზრდების ეჯაილ გუნდებმა პრეზენტაციების სახით აუდიტორიის წინაში წარადგინეს და ამ გადაწყვეტით ქალების ფინანსურ სარგებელზეც ისაუბრეს. ამით მათ წვლილი შეიტანეს ქართველი მეწარმე ქალების ეკონომიკურ გაძლიერებაში. სქილვილი საქართველოში პირველი ნეო უნივერსიტეტია, რომელიც გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპის ხელმომწერი ორგანიზაციაა. ეს იმას ნიშნავს, რომ სქილვილში ჩვენ ვიზიარებთ პასუხისმგებლობას ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაში და ამ მიდგომას ვახალისებთ ჩვენს სტუდენტებშიც."- ლანა ჩხარტიშვილი, სქილვილ საქართველოს დირექტორი.

პროექტში მონაწილეობა გაეროს ქალთა ორგანიზაციის 10-მდე ბენეფიციარმა მიიღო, რომლებსაც საკუთარი მცირე ბიზნესებისთვის სხვადასხვა საჭიროება ჰქონდეთ. აღსანიშნავია, რომ პროექტებზე სხვადასხვა მიმართულებების სტუდენტებისგან შემდგარი 15 გუნდი დაახლოებით ორი თვის განმავლობაში მუშაობდა და საბოლოო პროდუქტის პრეზენტაცია, აუდიტორიის წინაშე, ღონისძიებაზე წარადგინეს. სტუდენტებმა ციფრული მარკეტინგის და ვებ დეველოპმენტის მიმართულებით, იმუშავეს და ბენეფიციარებს სრულყოფილი პროექტები ჩააბარეს.
 

"ძალიან სასარგებლო თანამშრომლობა შედგა გაეროს ქალთა ორგანიზაციას და სქილვილს შორის. სქილვილი ქალთა გაძლიერების პრინციპების (www.weps.org) ხელმომწერი კომპანია გახდა წინა წელს და ძალიან მოკლე დროში გაუჩნდათ ამ პროექტის განხორციელების იდეა. ეს იდეა ორმხრივად სასარგებლო აღმოჩნდა, რადგან ძალიან კარგად ეხმიანება ჩვენს პრიორიტეტულ მიმართულებას, ქალთა მეწარმეობის განვითარებას საქართველოში. აღნიშნული მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ქალი მეწარმეებისთვის, ვინაიდან ამ ტექნოლოგიური პროდუქტების გარეშე დღევანდელ სამყაროში ძალიან რთულია ბიზნესის განვითარება. მისასალმებელია, პირველ რიგში, ის, რომ კერძო სექტორი იაზრებს თავის როლს და პასუხისმგებლობას ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საქმეში და მეორე რიგში, ისიც, რომ კომპანია ამას უზაირებს სტუდენტებს და მათაც რთავს ამ ორმხრივად სასარგებლო იდეის განხორციელებაში. ძალიან ვაფასებთ კერძო სექტორიდან ასეთ მხარდაჭერას და იმედია, ეს ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება" - ელენე გაბელაია, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის ანალიტიკოსი.

საერთაშორისო ბრენდი სქილვილი, რეგიონში პირველი ონლაინ ნეო უნივერსიტეტია, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გასცდა და უკვე იტალიასა და აზერბაიჯანშია წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია რომ ღონისძიებაში მონაწილეობა სქილვილ იტალიის და სქილვილ აზერბაიჯანის წარმომადგენლებმაც მიიღეს. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სქილვილის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები საერთაშორისო და ადგილობირივი ორგანიზაციებიდან.


2023.03.06

ბლოგი

ონლაინ ნეო უნივერსიტეტი ,,სქილვილი" - როგორც ახალი შესაძლებლობა

ონლაინ ნეო უნივერსიტეტი ,,სქილვილი" - როგორც ახალი შესაძლებლობა

სექტემბერი - ეს არის თვე, რომელიც, ტრადიციულად, სიახლეებთან ახალ წამოწყებასთან და ახალი უნარების ათვისებასთან ასოცირდება,. სექტემბერი იდეალური დროა იმისათვის, რომ საკუთარ თავს ახალი შესაძლებლობების გზა გავუხსნათ. 

შემოდგომის სეზონის მოახლოებასთან ერთად უამრავი ახალგაზრდა იწყებს საკუთარ მომავალზე ფიქრს და ემზადება ახალი აკადემიური წლისთვის. მომავალ სტუდენტებს კი, რომლებმაც სულ ახლახან გაიარეს მისაღებ გამოცდებთან დაკავშირებული რთული სტრესული პერიოდი და ვერ მიაღწიეს სასურველ შედეგს, უნდა ახსოვდეთ, რომ იმედგაცრუება შეიძლება განვითარებისა და ახალი შესაძლებლობის გამოყენების მნიშვნელოვან წინაპირობად იქცეს. ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით და ზოგჯერ მიზნის მიუღწევლობას შეუძლია კიდევ უფრო დიდი შესაძლებლობების კარები გახსნას.

დაიწყე სწავლა ,,სქილვილში"
ონლაინ ნეო უნივერსიტეტი ,,სქილვილი'' არის სწორედ მათთვის, ვისაც სურს, გზა გაიკვლიოს ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში. ,,სქილვილი'' გთავაზობთ ყოვლისმომცველ საგანმანათლებლო გამოცდილებას, რომელიც ახალგაზრდებს უყალიბებს იმ უნარ-ჩვევებს, რომლებიც მათ სჭირდებათ წარმატების მისაღწევად დღევანდელ ციფრულ სამყაროში. ,,სქილვილის'' განათლების მოდელი ფოკუსირებულია როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებაზე და სტუდენტებს ამზადებს რეალურ სამყაროში არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად და წარმატებული კარიერისთვის.

აკრედიტებული განათლება პერსპექტიული მომავლისთვის

ნეო უნივერსიტეტი ,,სქილვილი'' გთავაზობთ  აკრედიტებულ  დიპლომს,  რომელიც  აღიარებულია განათლების აკრედიტაციის ევროპული ასოციაციის (EAHEA) მიერ.  ეს აკრედიტაცია არის უმაღლესი განათლების ხარისხის დასტური. პრაქტიკული პროექტებისა და ინტერაქტიული გაკვეთილების საშუალებით სტუდენტები სწავლობენ კოდირებას, ციფრულ დიზაინს და სხვა, მათთვის საინტერესო, უნარებს. ეს პროგრამები არამხოლოდ ამზადებს სტუდენტებს მომავალი აკადემიური და კარიერული შესაძლებლობებისთვის, არამედ ეხმარება მათ კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის უნარების განვითარებაში.
დასაქმებისა და ხელფასის პერსპექტივები

,,სქილვილის’’ ერთ-ერთი გამორჩეული მახასიათებელია უნივერსიტეტის მზაობა კარიერულ წინსვლაზე ზრუნვისთვის. ,,სქილვილი’’უზრუნველყოფს სტუდენტების  ყოვლისმომცველ კარიერულ მხარდაჭერას, რათა კურსდამთავრებულები მალევე  დასაქმდნენ მათ მიერვე არჩეულ სფეროებში. სქილვილში სწავლობ იმას, რაც მართლა გამოგადგება. სერტიფიცირებული კურსები მოიცავს საერთაშორისო პროექტებში ჩართვისა და საზღვარგარეთ დასაქმების შესაძლებლობებს.

ტექნინდუსტრია ცნობილია თავისი კონკურენტული ანაზღაურებითა და დინამიური სამუშაო გარემოთი. ,,სქილვილის’’ კურსდამთავრებულებს კი შეუძლიათ მოხვდნენ ისეთ სფეროში,რომელიც გთავაზობთ არა მხოლოდ მაღალ შემოსავალსა და ფინანსურ სტაბილურობას, არამედ განვითარებისა და ინოვაციის შესაძლებლობებს.

რატომ უნდა აირჩიოთ ,,სქილვილი’’?

,,სქილვილი’’ გამოირჩევა განათლებისადმი პერსონალიზებული მიდგომით.  თითოეულ სტუდენტს აქვს უნიკალური მიზნები და სწავლის სტილი, უნივერსიტეტი კი ცდილობს, დააკმაყოფილოს თითოეული სტუდენტის საჭიროებები. ,,სქილვილი’’  უზრუნველყოფს ისეთ სასწავლო გარემოს, რომელშიც სტუდენტებს შეუძლიათ თავიანთი პოტენციალი მაქსიმალურად გამოავლინონ. ,,სქილვილის’’ ონლაინ სასწავლო პლატფორმა შექმნილია მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე. სისტემაში ყველა დეტალი მორგებულია სტუდენტებისთვის სწავლის გამარტივებაზე.

წამყვან ტექკომპანიებთან და ინდუსტრიის ექსპერტებთან სტრატეგიული პარტნიორობით, უნივერსიტეტი უზრუნველყოფს, რომ მისი პროგრამები შეესაბამებოდეს არსებული ბაზრის საჭიროებებს. ეს ნიშნავს, რომ სტუდენტები არა მხოლოდ სწავლობენ უახლეს ტექნოლოგიებს, არამედ იზიარებენ ხედვას ინდუსტრიის ტენდენციებსა და მოთხოვნებზე.

ადრეული სწავლის უპირატესობა

დამამთავრებელი კლასის მოსწავლეთათვის, რომლებიც ხშირად ეწევიან კლასგარეშე აქტივობებს, როგორიცაა მუსიკა, ხელოვნება ან სპორტი, ტექუნარების სწავლა შეიძლე-ბა ღირებულ დამატებით აქტივობად იქცეს. ბევრი ახალგაზრდა დღის  მნიშვნელოვან ნაწილს ონლაინ სივრცეში ატარებს, იქნება ეს სოციალური მედიის „სქროლვა“ თუ კომპიუტერული თამაშები. ნეო უნივერსიტეტი ,,სქილვილი’’ კი გთავაზობთ ალტერნატივას - შესაძლებლობას, რომ ეს ინტერესი პროდუქტიული სწავლისკენ მიმართოთ. სწავლის ადრეულ ასაკში დაწყებით ახალგაზრდებს შეუძლიათ მოიპოვონ კონკურენტული უპირატესობა და შექმნან ძლიერი საფუძველი ტექუნარებში, რაც მათ სარგებელს მოუტანს მთელი ცხოვრების განმავლობაში. მიუხედავად იმისა, განაგრძობენ კარიერას ტექმიმართულებით თუ გამოიყენებენ ამ უნარებს სხვა სფეროში, რადგან  ციფრულ სამყაროში ნავიგაციისა და ინოვაციების უნარი ფასდაუდებელია.
 

გახდი ,,სქილვილის’’ ნაწილი დღესვე 

მათ, ვინც ვერ მიაღწია სასურველ შედეგს უნივერსიტეტის მისაღებ გამოცდებში, ნეო უნივერსიტეტი ,,სქილვილი’’  გთავაზობთ შანსს, გადააქციოთ იმედგაცრუება შესაძლებლობად. აკრედიტებული განათლება, კარიერული მხარდაჭერა და კავშირები პროფესიული გამოცდილების გამყარებისა და პოზიტიური სამუშაო კულტურის ჩამოყალიბებისთვის - სწორედ ის არის, რასაც ,,სქილვილი’’ ემსახურება. ,,სქილვილის’’ არჩევით სტუდენტები არ ირიცხებიან მხოლოდ საგანმანათლებლო პრო-გრამაზე, ისინი უერთდებიან მოსწავლეთა და ნოვატორთა საზოგადოებას, რომლებიც მომავლის ფორმირებაში დიდ როლს თამაშობენ. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს ყველა იმ საჭირო ინსტრუმენტს, რომელიც ტექნინდუსტრიაში განვითარებისთვისაა საჭირო. თუ თქვენ ან ვინმე, ვისაც იცნობთ და იცით, რომ მზად არის ახალი წამოწყებისთვის, ახალი სტარტისთვის, რათა საკუთარ თავში აღმოაჩინოს ის შესაძლებლობები, რომლებსაც ტექინდუსტრია გვთავაზობს - შემოუერთდით ,,სქილვილის’’ გუნდს. სწორედ ახლა არის შესანიშნავი დრო წარმატებული მომავლისკენ პირველი ნაბიჯის გადასადგმელად! 

შეგიძლია დღესვე გახდე იმ სასწავლო გარემოს ნაწილი, რომელიც გაძლევს საშუალებას,შენი სურვილები რეალობად აქციო!


2024.09.17
გადადგი პირველი ნაბიჯი ცვლილებებისკენ!

გადადგი პირველი ნაბიჯი ცვლილებებისკენ!

თუ პროფესიის შეცვლას გეგმავ - გამოიყენე შემოდგომა ახალი შესაძლებლობებისთვის და გახდი მუდამ განვითარებადი ტექნოლოგიური ინდუსტრიის ნაწილი

თუ შენი სამუშაო აღარ გიზიდავს, ვეღარც სიახლეებს პოულობ და ყოველი დღე რუტინად გექცა - შემოდგომას ნუ გამოიყენებ იმისთვის, რომ უბრალოდ ამ რეალობას გაექცე. დროა ახალი პროფესიის დაუფლებაზე ფიქრი დაიწყო. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჯერ ბოლომდე ვერ გადაგიწყვეტია შეიცვალო თუ პროფესია - შეგიძლია საქმიანობის პარალელურად, დამატებითი პროფესია აითვისო, რომელიც შენს ყოველდღიურობას კიდევ უფრო მრავალფეროვანს და საინტერესოს გახდის. 
სანამ ჩავუღრმავდებით იმას, თუ როგორ გამოვიყენოთ შემოდგომა კარიერული განვითარებისთვის, აუცილებელია ვიცოდეთ რა მიგვანიშნებს იმაზე, რომ მზად ვართ ცვლილებებისთვის. თუ შენთვის მოსაბეზრებელი გახდა ყოველთვის ერთსა და იმავე სივრცეში ტრიალი, თუ ფიქრობ, რომ ერთ ადგილზე გაჩერდი, არ ვითარდები ან უბრალოდ სურვილიც დაგეკარგა განვითარების - გახსოვდეს, რომ რაც უფრო მეტად გააფართოვებ შენი ცოდნის არეალს, მით უფრო მეტი იდეა დაგებადება და წინსვლის სურვილიც ბუნებრივად გაგიჩნდება. 


ახლა კი მოგიყვებით იმ მიზეზების შესახებ, თუ რატომ იქნება თქვენთვის მომგებიანი დაეუფლოთ ახალ პროფესიას ტექნიკური მიმართულებით. 
ტექნოლოგიურიინდუსტრია გთავაზობთ უამრავ უპირატესობას, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს თქვენი პროფესიული ცხოვრება. ერთ-ერთი ყველაზე ხაზგასასმელი მიზეზი არის მაღალი მოთხოვნა ამ დარგის  კვალიფიციურ  პროფესიონალებზე.  ტექნოლოგიური განვითარების სწრაფმა  ტემპმა განაპირობა ის, რომ  კომპანიები  ყველა ინდუსტრიაში კომპეტენტურ პირებს ეძებენ,  კერძოდ, ისეთ სფეროებში, როგორიცაა პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება, მონაცემთა ანალიზი, კიბერუსაფრთხოება და  ხელოვნური ინტელექტი.  აღნიშნულ კადრებზე ასეთი მაღალი მოთხოვნა კი მაღალი ანაზღაურების პირდაპირპროპორციულია. ტექნოლოგიური  პროფესიების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი  უპირატესობა არის  უწყვეტი განვითარების პოტენციალი. ტექნოლოგიური სფერო მუდმივად ვითარდება, ეს გარემო კი  განსაკუთრებით  მასტიმულირებელია მათთვის, ვისაც პრობლემების გადაჭრა და შემოქმედებითი აზროვნება უყვარს. უფრო მეტიც, ტექინდუსტრია გვთავაზობს მოქნილ  სამუშაო პირობებს, მათ შორის დისტანციურად მუშაობის  ვარიანტებს და მოქნილ სამუშაო საათებს, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს თქვენი კარიერული და პირადი ცხოვრების ბალანსი. 
ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში მუშაობა,ასევე, გვანიჭებს თვითკმაყოფილების განცდას, რადგან ტექმიმართულებით მუშაობა ხშირად გულისხმობს ისეთი მომსახურების შეთავაზებას, რომელსაც შეუძლია ბიზნესის გარდაქმნა, ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესება და საზოგადოების წინსვლის ხელშეწყობა.  იქნება ეს  ინოვაციური  აპლიკაციის შემუშავება,  კიბერუსაფრთხოების ზომების გაძლიერება  თუ მონაცემთა ანალიზი გადაწყვეტილებების მისაღებად. ტექპროფესიონალებს ხშირად აქვთ შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ გარემოს განვითარებაში. თუ ახლა საკუთარი თავი ამოიცანი და გრძნობ, რომ ცვლილებისა და სიახლის დროა, ისარგებლე ამ მომენტით და გამოსცადე თავი ყველაზე მოთხოვნად სფეროში. დაეუფლე ახალ უნარებს და გაიხსენი გზა უფრო მომგებიანი კარიერისთვის. მონდომებითა და სწორი რესურსების გამოყენებით კი შენ  შეგიძლია  ეს  სეზონი ტექნიკურ ინდუსტრიაში პროფესიული მოგზაურობის დასაწყისად აქციო.

Skillwill-ის კურსებზე დარეგისტრირება დღესვე შესაძლებელია, ამიტომ ისარგებლე შესაძლებლობით და გადადგი პირველი ნაბიჯი ცვლილებებისკენ! 
 

 


2024.08.22
 რა არის კიბერუსაფრთხოება და მისი მნიშვნელობა ციფრულ ეპოქაში

რა არის კიბერუსაფრთხოება და მისი მნიშვნელობა ციფრულ ეპოქაში

 ციფრულ ეპოქაში კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობა ყოველდღიურად იზრდება. კიბერთავდაცვა, იგივე კიბერუსაფრთხოება, სისტემების, ქსელებისა და პროგრამების კიბერშეტევებისა და არაავტორიზებული შეღწევისგან დაცვას გულისხმობს. იმის გათვალისწინებით, რომ კერძო ბიზნესის, სამთავრობო სექტორისა თუ რიგითი ინდივიდის საქმიანობა კომპიუტერულ სისტემებზე დამყარებულ ყოველდღიურ ოპერაციებზეა დამოკიდებული, კიბერშეტევების საფრთხე მკვეთრადაა გაზრდილი. აღნიშნულ კიბერთავდასხმებს კი შეიძლება მოჰყვეს დამანგრეველი შედეგები, მათ შორის, ფინანსური ზარალი, რეპუტაციის შელახვა და პირადი ინფორმაციის გავრცელება. 

ორგანიზაციები და კომპანიები მუდმივად აგროვებენ, ინახავენ და ამუშავებენ ძალიან დიდი რაოდენობით მონაცემებს, მათ შორის, პერსონალურ, ფინანსურ და ინტელექტუალური საკუთრების ინფორმაციას. ეს მონაცემები კი კიბერკრიმინალებისთვის შეიძლება ითქვას, რომ ფასდაუდებელია, რადგან  არაავტორიზებული წვდომის შედეგად  მათ შეუძლიათ გამოიყენონ ეს ინფორმაცია მავნე მიზნებისთვის, იქნება ეს პირადი მონაცემების მითვისება, ფინანსური თაღლითობა, კორპორატიული ჯაშუშობა თუ სხვა. კიბერუსაფრთხოების ეფექტური ზომების მიღება კი ციფრული საფრთხისგან დასაცავად ყველაზე ეფექტური გზაა.
 

არსებობს არაერთი კიბერსაფრთხე, მათ შორის, ყველაზე გავრცელებულია ფიშინგი. ფიშინგი გულისხმობს კიბერკრიმინალის მიერ ფსიქოლოგიური მანიპულაციით სამიზნის სენსიტიური, პერსონალური ინფორმაციის მოპოვებას და ამ ინფორმაციის ინტერნეტსივრცეში იდენტობის მოპარვისთვის ან ფინანსური სარგებლის მიღებისთვის გამოყენებას. კიბერთავდასხმების მაგალითებს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ხშირად ვაწყდებით. თუ  როგორ იჰაკება ერთი შეხედვით შეუღწევადი ორგანიზაციების ვებგვერდები და საჯაროდ იფინება მათი ინფორმაცია.

ზოგადად, რაც უფრო მეტი მოწყობილობაა დაკავშირებული ინტერნეტთან, იქნება ეს ჭკვიანი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, მობილური ტელეფონები თუ კომპიუტერები, ეს კიდევ უფრო ზრდის კიბერშეტევების პოტენციური შესვლის წერტილებს. შესაბამისად, ინტერნეტთან დაკავშირებული თითოეული მოწყობილობა წარმოადგენს პოტენციურ დაუცველობას, რომლის გამოყენებაც კიბერდამნაშავეებს შეუძლიათ.

უნდა აღინიშნოს, რომ კოვიდ პანდემიამ უფრო მეტად დაგვანახა კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობა და აუცილებლობა, რადგან დისტანციური მუშაობა მას შემდეგ ნორმად დამკვიდრდა. ორგანიზაციებს უწევდათ სწრაფად მორგებოდნენ ახალ რეალობას, ხშირად უსაფრთხოების ხარჯზე. ამ ცვლილებამ კი კიბერშეტევების გახშირება გამოიწვია. 

სწორედ აღნიშნული საფრთხეების გამო, კიბერუსაფრთხოება დღეს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სფეროს წარმოადგენს. ამ მიმართულებით მუშაობა მოითხოვს სპეციალიზებულ უნარებსა და ცოდნას. კიბერუსაფრთხოების პროფესიონალები, ასევე, ცნობილი როგორც ინფორმაციული უსაფრთხოების ანალიტიკოსები, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ ორგანიზაციების ციფრული აქტივების დაცვაში. მათი პასუხისმგებლობა მოიცავს კიბერშეტევების პოტენციური საფრთხეების იდენტიფიცირებას, უსაფრთხოების ზომების განხორციელებას, დარღვევების მონიტორინგსა და კიბერშეტევების ინციდენტებზე სწრაფ რეაგირებას.

კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობა, ტექნოლოგიის წინსვლასა და ციფრულ სისტემებზე ჩვენი დამოკიდებულების ზრდასთან ერთად, კიდევ უფრო გაიზრდება, კიბერუსაფრთხოება არის სწორედ ის სფერო, რომელიც უზრუნველყოფს ყველას უსაფრთხო ციფრულ მომავალს. 


2024.08.15
მარტივი გზამკვლევი: როგორ დაიწყო პროგრამირების სწავლა 0-დან | SKILLWILL

მარტივი გზამკვლევი: როგორ დაიწყო პროგრამირების სწავლა 0-დან | SKILLWILL

როგორ და რატომ უნდა ისწავლო პროგრამირება 2024 წლამდე?

“ტექნოლოგიების მნიშვნელობა ყოველდღიურად იზრდება ადამიანების ცხოვრებაში - შესაბამისად, იზრდება მოთხოვნა დეველოპერებსა და პროგრამისტებზე…”

ალბათ, ეს ფრაზა არაერთხელ მოგვისმენია და წაგვიკითხავს, თუმცა არც ერთხელ მიგვიღია საბოლოო გადაწყვეტილება, რომ გვესწავლა პროგრამირება და დაგვეწყო ახალი კარიერა. არადა, დეველოპერების ცხოვრებაზე მხოლოდ კარგის თქმა თუ შეგვიძლია: მაღალი ანაზღაურება, დისტანციური სამუშაო, საერთაშორისო კომპანიები და ა.შ.

…და მაინც, 2024 წელი მოდის უკვე, მაგრამ ჯერ არ დაგიწყია პროგრამირების სწავლა. ალბათ, მიზეზი მარტივად გამოსაცნობია: არ იცი, საიდან დაიწყო, როგორ დაიწყო და რით დაიწყო - და არც არავინ გეხმარება სწორი მიმართულების დასახვაში.

Skillwill-ის პროგრამირების კურსი სწორედ მათთვისაა, ვისაც უნდა, რომ 0-დან დაიწყოს ახალი ტექ კარიერა და შეაბიჯოს პროგრამირების სამყაროში - არაფრის ცოდნით.

…და მაინც,

რატომ უნდა ისწავლო პროგრამირება 2024 წლამდე?

Front End, Back End, UX/UI Design, HTML და კიდევ უამრავი - ეს არის ერთგვარი ტექ ხელსაწყოები, რომლებიც ადამიანებს ცხოვრებას ამარტივებენ. იმის გარდა, რომ ძალიან საინტერესოა ახალი მოცემულობა, რომელიც ციფრულმა სამყარომ შექმნა, მსგავსი ხელსაწყოების გამოყენების ცოდნა გვაძლევს საშუალებას - არ შევწყვიტოთ განვითარება და ვიყოთ მუდამ კონკურენტუნარიანები საერთაშორისო სამუშაო ბაზარზე.

ახლა კი, ვისაუბროთ უშუალოდ იმ უპირატესობებსა და პოტენციალზე, რომელიც შენს კარიერაში პროგრამირების კურსის გავლის შემდეგ შეიძლება გაჩნდეს.

მაღალი ანაზღაურება

ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ნაწილი ტექ სამყაროში გადანაცვლებისას არის მაღალი ანაზღაურება. გამოცდილი პროგრამისტებისა და დეველოპერების ანაზღაურება შეგვიძლია, დავასახელოთ ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად სფეროებად. ტექნოლოგიური გადაწყვეტების შექმნისა და შემდეგ, მისი მართვის სურვილით, კომპანიები მზად არიან, გადაიხადონ დიდი ოდენობის თანხა შესაბამისი უნარებისა და ცოდნის მქონე სამუშაო ძალაში.

მზარდი მოთხოვნა

სამყარო რომ ციფრული ხდება, ეს უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ. კვების ობიექტებიდან დაწყებული - ფინანსური ინსტიტუტებით დამთავრებული, ტექნოლოგიები ყველაფერს ცვლის. ის აუმჯობესებს თითოეული ორგანიზაციის პროცესებს და შესაბამისად, ზრდის მისი მუშაობის ეფექტურობას. აქედან გამომდინარე, თითოეული კომპანია, რომელიც ცდილობს, რომ განვითარდეს და განაგრძოს ზრდა, ფაქტობრივად იძულებული ხდება, არსებობდეს ციფრულ სამყაროში და მისი სამუშაო პროცესები იყოს ავტომატიზებული. ამიტომაც, მოთხოვნა იმ ადამიანებზე, ვინც პროგრამირება იცის, ყოველთვის მზარდია.

სწრაფი კარიერული ზრდა

პროგრამირების კურსის გავლის შემდეგ, შესაძლოა გარკვეული დრო დაგჭირდეთ, სანამ სხვებთან შედარებით, მაღალი ანაზღაურება გექნებათ და საკმარის გამოცდილებასაც დააგროვებთ. თუმცა, აუცილებლად უნდა გახსოვდეთ, რომ თანამედროვე სამყაროში ყველაფერი ძალიან სწრაფად ვითარდება - ისევე, როგორც თქვენი უნარები და შესაძლებლობები. ტექ ინდუსტრიაში, არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს Front End, Back End თუ სხვა მიმართულება, ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა, სწრაფად განავითაროს საკუთარი უნარები და მიიღოს საჭირო ცოდნა კარიერული განვითარებისთვის.

პროგრამირება 0-დან

ახლა კი, მთავარი შეკითხვაა, როგორ დავეუფლოთ სასურველ ტექ უნარებს, როცა არანაირი ცოდნა და გამოცდილება არ გვაქვს პროგრამირებაში? ამ შეკითხვაზე პასუხი კი, Skillwill-ის პროგრამირების კურსია.

სწავლა 0-დან

Skillwill-ის სასწავლო პროგრამა სრულიად მორგებულია იმ ადამიანებზე, რომელთაც სურთ ისწავლონ პროგრამირება 0-დან. თუკი არასდროს დაგიწერია, თუნდაც კოდის 1 ხაზიც კი, ან საერთოდ არ იცი, სად იწერება კოდი, მაშინ Skillwill-ის პროგრამირების კურსი სწორედ შენთვისაა.

კურსს იწყებ არაფრის ცოდნით და ასრულებ საკმარისი გამოცდილებით, რომ დასაქმდე სასურველი მიმართულებით.

ინტერაქციული სწავლება

პროგრამირების სწავლა არ არის შესაძლებელი მხოლოდ თეორიულ ცოდნაზე დაყრდნობით. ტექნიკური ინფორმაციის მიღებასთან ერთად, აუცილებელია სხვადასხვა საკითხის გააზრება და დამუშავება, რაშიც Skillwill-ის გამოცდილი ლექტორები დაგეხმარებიან.

Skillwill-ის პროგრამირების კურსი მოიცავს ისეთ დავალებებსა და საკითხებს, რომელიც ტექ სამყაროში მუშაობისას შესაძლოა, ყოველდღიურად შეგვხვდეს. შესაბამისად, ლექტორები, რომლებიც კურსს ხელმძღვანელობენ, სიღრმისეულად იცნობენ ინდუსტრიაში არსებულ სამუშაო პროცესებს - იქნება ეს HTML-თან დაკავშირებული დეტალები, თუ Front End-თან. ეს კი, ეხმარება მათ უკეთ აღიქვან საკითხის მნიშვნელობა.

მოქნილი გრაფიკი

დღევანდელ სამყაროში ადამიანებს საკმაოდ დატვირთული ყოველდღიურობა აქვთ. სწორედ ამიტომ, Skillwill საკუთარ სტუდენტებს მათზე მორგებულ გრაფიკს სთავაზობს. სასწავლო მასალა კურსის მანძილზე სრულიად ხელმისაწვდომია თითოეული სტუდენტისთვის. ეს კი, მსურველებს ეხმარება უფრო ეფექტურად შეძლონ საკუთარი დროის მენეჯმენტი და უფრო მარტივად დაეუფლონ ახალ უნარებსა და ცოდნას.
პროგრამირების სწავლა ხშირად გვგონია, რომ გადაულახავ და დაუძლეველ გამოწვევებთან არის დაკავშირებული, თუმცა მიმართულების სწორად დასახვა და თვითდისციპლინა დაგვეხმარება მარტივად მივაღწიოთ სასურველ მიზანს - ვისწავლოთ პროგრამირება მოკლე პერიოდში, დავსაქმდეთ ტექ ინდუსტრიაში, გვქონდეს მაღალი ანაზღაურება და სწრაფად განვითარებადი კარიერა.

  • #სქილვილი
  • #ტექნოლოგია
  • #პროგრამირება


2023.11.14
მარტივი გზამკვლევი: როგორ დაიწყო პროგრამირების სწავლა 0-დან - SKILLWILL

მარტივი გზამკვლევი: როგორ დაიწყო პროგრამირების სწავლა 0-დან - SKILLWILL

როგორ და რატომ უნდა ისწავლო პროგრამირება 2024 წლამდე?

“ტექნოლოგიების მნიშვნელობა ყოველდღიურად იზრდება ადამიანების ცხოვრებაში - შესაბამისად, იზრდება მოთხოვნა დეველოპერებსა და პროგრამისტებზე…”

ალბათ, ეს ფრაზა არაერთხელ მოგვისმენია და წაგვიკითხავს, თუმცა არც ერთხელ მიგვიღია საბოლოო გადაწყვეტილება, რომ გვესწავლა პროგრამირება და დაგვეწყო ახალი კარიერა. არადა, დეველოპერების ცხოვრებაზე მხოლოდ კარგის თქმა თუ შეგვიძლია: მაღალი ანაზღაურება, დისტანციური სამუშაო, საერთაშორისო კომპანიები და ა.შ.

…და მაინც, 2024 წელი მოდის უკვე, მაგრამ ჯერ არ დაგიწყია პროგრამირების სწავლა. ალბათ, მიზეზი მარტივად გამოსაცნობია: არ იცი, საიდან დაიწყო, როგორ დაიწყო და რით დაიწყო - და არც არავინ გეხმარება სწორი მიმართულების დასახვაში.

Skillwill-ის პროგრამირების კურსი სწორედ მათთვისაა, ვისაც უნდა, რომ 0-დან დაიწყოს ახალი ტექ კარიერა და შეაბიჯოს პროგრამირების სამყაროში - არაფრის ცოდნით.

…და მაინც,

რატომ უნდა ისწავლო პროგრამირება 2024 წლამდე?

Front End, Back End, UX/UI Design, HTML და კიდევ უამრავი - ეს არის ერთგვარი ტექ ხელსაწყოები, რომლებიც ადამიანებს ცხოვრებას ამარტივებენ. იმის გარდა, რომ ძალიან საინტერესოა ახალი მოცემულობა, რომელიც ციფრულმა სამყარომ შექმნა, მსგავსი ხელსაწყოების გამოყენების ცოდნა გვაძლევს საშუალებას - არ შევწყვიტოთ განვითარება და ვიყოთ მუდამ კონკურენტუნარიანები საერთაშორისო სამუშაო ბაზარზე.

ახლა კი, ვისაუბროთ უშუალოდ იმ უპირატესობებსა და პოტენციალზე, რომელიც შენს კარიერაში პროგრამირების კურსის გავლის შემდეგ შეიძლება გაჩნდეს.

მაღალი ანაზღაურება

ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ნაწილი ტექ სამყაროში გადანაცვლებისას არის მაღალი ანაზღაურება. გამოცდილი პროგრამისტებისა და დეველოპერების ანაზღაურება შეგვიძლია, დავასახელოთ ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად სფეროებად. ტექნოლოგიური გადაწყვეტების შექმნისა და შემდეგ, მისი მართვის სურვილით, კომპანიები მზად არიან, გადაიხადონ დიდი ოდენობის თანხა შესაბამისი უნარებისა და ცოდნის მქონე სამუშაო ძალაში.

მზარდი მოთხოვნა

სამყარო რომ ციფრული ხდება, ეს უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ. კვების ობიექტებიდან დაწყებული - ფინანსური ინსტიტუტებით დამთავრებული, ტექნოლოგიები ყველაფერს ცვლის. ის აუმჯობესებს თითოეული ორგანიზაციის პროცესებს და შესაბამისად, ზრდის მისი მუშაობის ეფექტურობას. აქედან გამომდინარე, თითოეული კომპანია, რომელიც ცდილობს, რომ განვითარდეს და განაგრძოს ზრდა, ფაქტობრივად იძულებული ხდება, არსებობდეს ციფრულ სამყაროში და მისი სამუშაო პროცესები იყოს ავტომატიზებული. ამიტომაც, მოთხოვნა იმ ადამიანებზე, ვინც პროგრამირება იცის, ყოველთვის მზარდია.

სწრაფი კარიერული ზრდა

პროგრამირების კურსის გავლის შემდეგ, შესაძლოა გარკვეული დრო დაგჭირდეთ, სანამ სხვებთან შედარებით, მაღალი ანაზღაურება გექნებათ და საკმარის გამოცდილებასაც დააგროვებთ. თუმცა, აუცილებლად უნდა გახსოვდეთ, რომ თანამედროვე სამყაროში ყველაფერი ძალიან სწრაფად ვითარდება - ისევე, როგორც თქვენი უნარები და შესაძლებლობები. ტექ ინდუსტრიაში, არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს Front End, Back End თუ სხვა მიმართულება, ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა, სწრაფად განავითაროს საკუთარი უნარები და მიიღოს საჭირო ცოდნა კარიერული განვითარებისთვის.

პროგრამირება 0-დან

ახლა კი, მთავარი შეკითხვაა, როგორ დავეუფლოთ სასურველ ტექ უნარებს, როცა არანაირი ცოდნა და გამოცდილება არ გვაქვს პროგრამირებაში? ამ შეკითხვაზე პასუხი კი, Skillwill-ის პროგრამირების კურსია.

სწავლა 0-დან

Skillwill-ის სასწავლო პროგრამა სრულიად მორგებულია იმ ადამიანებზე, რომელთაც სურთ ისწავლონ პროგრამირება 0-დან. თუკი არასდროს დაგიწერია, თუნდაც კოდის 1 ხაზიც კი, ან საერთოდ არ იცი, სად იწერება კოდი, მაშინ Skillwill-ის პროგრამირების კურსი სწორედ შენთვისაა.

კურსს იწყებ არაფრის ცოდნით და ასრულებ საკმარისი გამოცდილებით, რომ დასაქმდე სასურველი მიმართულებით.

ინტერაქციული სწავლება

პროგრამირების სწავლა არ არის შესაძლებელი მხოლოდ თეორიულ ცოდნაზე დაყრდნობით. ტექნიკური ინფორმაციის მიღებასთან ერთად, აუცილებელია სხვადასხვა საკითხის გააზრება და დამუშავება, რაშიც Skillwill-ის გამოცდილი ლექტორები დაგეხმარებიან.

Skillwill-ის პროგრამირების კურსი მოიცავს ისეთ დავალებებსა და საკითხებს, რომელიც ტექ სამყაროში მუშაობისას შესაძლოა, ყოველდღიურად შეგვხვდეს. შესაბამისად, ლექტორები, რომლებიც კურსს ხელმძღვანელობენ, სიღრმისეულად იცნობენ ინდუსტრიაში არსებულ სამუშაო პროცესებს - იქნება ეს HTML-თან დაკავშირებული დეტალები, თუ Front End-თან. ეს კი, ეხმარება მათ უკეთ აღიქვან საკითხის მნიშვნელობა.

მოქნილი გრაფიკი

დღევანდელ სამყაროში ადამიანებს საკმაოდ დატვირთული ყოველდღიურობა აქვთ. სწორედ ამიტომ, Skillwill საკუთარ სტუდენტებს მათზე მორგებულ გრაფიკს სთავაზობს. სასწავლო მასალა კურსის მანძილზე სრულიად ხელმისაწვდომია თითოეული სტუდენტისთვის. ეს კი, მსურველებს ეხმარება უფრო ეფექტურად შეძლონ საკუთარი დროის მენეჯმენტი და უფრო მარტივად დაეუფლონ ახალ უნარებსა და ცოდნას.
პროგრამირების სწავლა ხშირად გვგონია, რომ გადაულახავ და დაუძლეველ გამოწვევებთან არის დაკავშირებული, თუმცა მიმართულების სწორად დასახვა და თვითდისციპლინა დაგვეხმარება მარტივად მივაღწიოთ სასურველ მიზანს - ვისწავლოთ პროგრამირება მოკლე პერიოდში, დავსაქმდეთ ტექ ინდუსტრიაში, გვქონდეს მაღალი ანაზღაურება და სწრაფად განვითარებადი კარიერა.

  • #სქილვილი
  • #ტექნოლოგია
  • #პროგრამირება


2023.07.13