წინამდებარე ვებ-გვერდის და შემოთავაზებულ სასწავლო კურსზე რეგისტრაცია და დასწრება რეგულირდება შპს სქილვილ (ს/ნ 406258730) (შემდგომში „სქილვილ“) მიერ დადგენილი წინამდებარე წესებითა და პირობებით.
წინამდებარე წესებისა და პირობების მიზნებისთვის მომხმარებელი არის ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც დარეგისტრირდება სქივილის სასწაავლო კურსზე და ისარგებლებს კომპანიის მიერ მიწოდებული სერვისებით.
მომხმარებლის მიერ სასწავლო კურსზე რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით და ადასტურებთ სასწავლო კურსის წესებსა და პირობებს. ასევე, ადასტურებთ რომ ეთანხმებით იმ ცვლილებებსა და დამატებებს, რომლებიც შესაძლოა პერიოდულად შევიდეს აღნიშნული წესებსა და პირობებში.
კომპანია უფლებამოსილია ცალმხრივად შეცვალოს წესები და პირობები, რომლებიც ძალაში შედის მათი გამოქვეყნებისთანავე.
წინამდებარე მუხლის მიზნებისათვის სერვისი გულისხმობს კომპანიის მიერ ჩატარებულ სასწავლო კურსებს, რაც მოიცავს: (i) მომხმარებლისთვის სასწავლო კურსის ფარგლებში ვიდეო, ტექსტუალური და ვიზუალური მასალის გაზიარებას და (ii) ონლაინ ფორმატში სასწავლო ლექციების ჩატარებას.
ინვოისში მითითებული თანხის გადახდით და სასწავლო კურსზე რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით იმ პირობას, რომ გადახდილი საფასური არ ექვემდებარება უკან დაბრუნებას, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
მომხმარებელს ეკრძალება სქილვილის წინასწარი თანხმობის გარეშე, სასწავლო კურსის ფარგლებში ჩატარებული ლექციის ვიდეო ჩანაწერის გაზიარება, გავრცელება, გადამრავლება, საჯარო გამოქვეყნება და ნებისმიერ სხვა ფორმით გასაჯაროება.
სასწავლო კურსის ფარგლებში მომხმარებლის მიერ მიღებული ვიდეო მასალებზე, (ლექციების ჩანაწერებზე) ვრცელდება სქილვილის საავტორო უფლებები და აკრძალულია აღნიშნული მასალების ან/და მისი ნაწილის გადამუშავება, გამოქვეყნება ან/და მისი პირადი კომერციული მიზნით ან/და მის გარეშე, გადმოწერა გავრცელების მიზნით ან/და მის გარეშე.
სქილვილ და მისი შესაბამისი თანამშრომლები არ არიან პასუხისმგებელნი დამდგარი შედეგისათვის, რომელიც მოიცავს პირდაპირ, არაპირდაპირ, სპეციალურ, შემთხვევით, მიზეზ-შედეგობრივ, არასახელშეკრულებო ზიანს, რაც გამოწვეულია ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის არასწორი ან/და არამიზნობრივი გამოყენებით.
კომპანია ახორციელებს თქვენ მიერ, წინამდებარე დოკუმენტში მითითებული პერსონალურ ინფორმაციის შენახვას და უფლებამოსილია სამომავლოდ განახორციელოს მისი გამოყენება კომპანიის მიერ მომსახურებ(ებ)ის პირდაპირი მარკეტინგული გზით შეთავაზების მიზნით. აღნიშნული ინფორმაციის შენახვის მიზანია, მომხმარებლისათვის ეფექტური მომსახურების გაწევა. მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს ინფორმაცია კომპანიისგან პერსონალური ინფორმაციის დამუშავების თაობაზე და მოითხოვოს მის შესახებ არსებული მონაცემების განადგურება.
წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. დავის წარმოშობის შემთხვევაში საქმეს განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო.