Skillwill Logo

Student Portal

Skillwill-ი ლონდონის ტექნოლოგიურ კვირეულზე

2024.06.25

share

Skillwill-ი ლონდონის ტექნოლოგიურ კვირეულზე

ზედიზედ 10 წელია, ევროპის უმსხვილეს ფინანსურ ცენტრში ლონდონის ტექნოლოგიური კვირეული (LTW) იმართება.

ღონისძიება 90-ზე მეტი ქვეყნიდან მასპინძლობს ტექნოლოგიების სფეროს ლიდერებსინვესტორებს, ანდრეპრენორებისა და სტარტაპერებს. 

კვირეულის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ, იპოვონ პარტიონირები და შეხვდნენ პოტენციურ ინვესტორებს, დაამყარონ კავშირები, გააზიარონ იდეები და მოისმინონ შთამაგონებელი ბიზნეს ისტორიები.

ლონდონის ტექნოლოგიური კვირეული წელს თავის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური იქნება და  მასში მონაწილეობას პირველად მიიღებს რეგიონში პირველი ონლაინ ნეო უნივერსიტეტი Skillwill-ი 

Skillwill-ი 2018 წელს დაარსდა და აქტიურადაა ჩართული განათლების სფეროში, ცდილობს სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვას და უკვე კემბრიჯის უნივერსიტეტთანაც თანამშრომლობს.

ნეოუნივერსიტეტის კურსები მსურველებს სწრაფად ცვალებად ტექნოლოგიურ სამყაროში ახალი უნარების შეძენასა და ნიჭის სრულფასოვნად რეალიზაციაში ეხმარება, მოიცავს ტექნიკურ ცოდნას, კარიერაზე ზრუნვასა და პროფესიული კავშირების დამყარებას.

კომპანიას LTW-ზე დამფუძნებელი გიორგი მარიამიძე წარადგენს, რომელსაც მიაჩნია, რომ ფესტივალში მონაწილეობის მიღება Skillwill-ისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება იქნება, რადგან გაჩნდება გლობალური აუდიტორიისთვის კომპანიის გაცნობისა და ტექინდუსტრიის წამყვან მოთამაშეებთან დაკავშირების მეტი შანსი, ასევე, ქვეყნისთვისაც შესაძლებლობა გაჩნდება, მზარდ ტექნოლოგიურ ცენტრად პოზიციონირდეს.

Skillwill -ის დამფუძნებელი გიორგი მარიამიძე.

კვირეულში მონაწილეობა ორი მიზეზის გამოა უმნიშვნელოვანესიპირველი არის ინვესტიციების მოზიდვაკერძოდგლობალურ ინვესტორებთან კომუნიკაცია და მათთვის ჩვენი პოტენციალის ჩვენებაჩვენი ინოვაციური მიდგომისა და სამომავლო გეგმების დემონსტრირებავფიქრობნამდვილად დაიმსახურებს დიდ ინტერესს და მხარდაჭერასრაც ინოვაციურ საგანმანათლებლო აქტივობებში ინვესტიციის მოზიდვის წინაპირობაა

მეორე მიზეზი კი ისეთ სერიოზულ აკადემიურ პარტნიორებთან თანამშრომლობააროგორიც არის კემბრიჯის უნივერსიტეტი და ერთობლივად შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის შეთავაზებასწორედ ამგვარი პროგრამები შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებსგაზრდის ჩვენს სანდოობასა და მიმზიდველობასრაცთავის მხრივხელს შეუწყობს აკადემიურ წარმატებასკვირეულში მონაწილეობის მიღება გააფართოებს Skillwill-ის გავლენას ტექნოლოგიური განათლების სექტორში“, - ამბობს გიორგი მარიამიძე. 

imageUrl