2024.06.25
share
ღონისძიება 90-ზე მეტი ქვეყნიდან მასპინძლობს ტექნოლოგიების სფეროს ლიდერებს, ინვესტორებს, ანდრეპრენორებისა და სტარტაპერებს.
კვირეულის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ, იპოვონ პარტიონირები და შეხვდნენ პოტენციურ ინვესტორებს, დაამყარონ კავშირები, გააზიარონ იდეები და მოისმინონ შთამაგონებელი ბიზნეს ისტორიები.
ლონდონის ტექნოლოგიური კვირეული წელს თავის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური იქნება და მასში მონაწილეობას პირველად მიიღებს რეგიონში პირველი ონლაინ ნეო უნივერსიტეტი Skillwill-ი
Skillwill-ი 2018 წელს დაარსდა და აქტიურადაა ჩართული განათლების სფეროში, ცდილობს სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვას და უკვე კემბრიჯის უნივერსიტეტთანაც თანამშრომლობს.
ნეოუნივერსიტეტის კურსები მსურველებს სწრაფად ცვალებად ტექნოლოგიურ სამყაროში ახალი უნარების შეძენასა და ნიჭის სრულფასოვნად რეალიზაციაში ეხმარება, მოიცავს ტექნიკურ ცოდნას, კარიერაზე ზრუნვასა და პროფესიული კავშირების დამყარებას.
კომპანიას LTW-ზე დამფუძნებელი გიორგი მარიამიძე წარადგენს, რომელსაც მიაჩნია, რომ ფესტივალში მონაწილეობის მიღება Skillwill-ისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება იქნება, რადგან გაჩნდება გლობალური აუდიტორიისთვის კომპანიის გაცნობისა და ტექინდუსტრიის წამყვან მოთამაშეებთან დაკავშირების მეტი შანსი, ასევე, ქვეყნისთვისაც შესაძლებლობა გაჩნდება, მზარდ ტექნოლოგიურ ცენტრად პოზიციონირდეს.
Skillwill -ის დამფუძნებელი გიორგი მარიამიძე.
„კვირეულში მონაწილეობა ორი მიზეზის გამოა უმნიშვნელოვანესი. პირველი არის ინვესტიციების მოზიდვა, კერძოდ, გლობალურ ინვესტორებთან კომუნიკაცია და მათთვის ჩვენი პოტენციალის ჩვენება. ჩვენი ინოვაციური მიდგომისა და სამომავლო გეგმების დემონსტრირება, ვფიქრობ, ნამდვილად დაიმსახურებს დიდ ინტერესს და მხარდაჭერას, რაც ინოვაციურ საგანმანათლებლო აქტივობებში ინვესტიციის მოზიდვის წინაპირობაა.
მეორე მიზეზი კი ისეთ სერიოზულ აკადემიურ პარტნიორებთან თანამშრომლობაა, როგორიც არის კემბრიჯის უნივერსიტეტი და ერთობლივად შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის შეთავაზება. სწორედ ამგვარი პროგრამები შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, გაზრდის ჩვენს სანდოობასა და მიმზიდველობას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს აკადემიურ წარმატებას. კვირეულში მონაწილეობის მიღება გააფართოებს Skillwill-ის გავლენას ტექნოლოგიური განათლების სექტორში“, - ამბობს გიორგი მარიამიძე.