1.1 კომპანია სკოლის საქმიანობის ფარგლებში ახორციელებს სხვადასხვა საგანმანათლებლო კურსებს/პროგრამებს.
1.2 კომპანიის მიერ შემოთავაზებული სკოლის სასწავლო კურსის შეძენით და სკოლის ვებ-გვერდზე რეგისტრაციით, თქვენ ეთანხმებით წინამდებარე წესებსა და პირობებს.
1.3 წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენს და ჩვენს შორის დადებულ სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე შეთანხმებას, რომელიც ადგენს და არეგულირებს სკოლაში რეგისტრაციის, პროგრამის განხორციელების წესებსა და პირობებს, ასევე, მხარეთა ვალდებულებებს. სასწავლო პროცესის დაწყებამდე მხარეთა შორის შესაძლებელია გაფორმდეს დამატებითი შეთანხმება, რაც წარმოადგენს წესების და პირობების განუყოფელ ნაწილს.
1.4 წესებსა და პირობებზე დისტანციურად, ელექტრონული გზით თანხმობის გამოხატვა ან/და ვებ. გვერდზე ნებისმიერი ფორმითა და საშუალებით წვდომა, მიიჩნევა და უთანაბრდება მშობლის/მეურვის თანხმობას წინამდებარე წესებსა და პირობებზე.
1.5 წესებსა და პირობებზე თანხმობის გამოხატვით თქვენ ადასტურებთ, რომ წაკითხული და გაცნობიერებული გაქვთ წესები და პირობები და იღებთ ამ წესებითა პირობებით განსაზღვრული პირობების შესრულებასაა და დაცვას.
1.6 მშობელს/მეურვესა და კომპანიას შორის შეთანხმების მიზნებისთვის იმოქმედებს მოსწავლის რეგისტრაციის დროისათვის განთავსებული წესებისა და პირობების ვერსია. წესებისა და პირობების მოქმედი ვერსია ხელმისაწვდომია კომპანიის ვებ-გვერდზე.
1.7 კომპანიას აქვს უფლება ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე კომპანიის ვებ-გვერდზე საჯაროდ გამოქვეყნების/განთავსების გზით, შეიტანოს ცვლილებები წესებსა და პირობებში, წინასწარი შეტყობინებისა და თქვენი მხრიდან დამატებითი თანხმობის მიღების გარეშე, რაც სავალდებულო იქნება თქვენთვის.
1.8 წესებსა და პირობებში ცვლილების განხორციელების შემდეგ, მოსწავლის სკოლაში რეგისტრაციის გაგრძელებით, თქვენ ადასტურებთ და ეთანხმებით წესებსა და პირობებში შეტანილ ცვლილებებს.
1.9 თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, რომელსაც თქვენ მიერ სკოლაში რეგისტრაციისას ან მის შემდგომ თქვენგან ან მესამე პირებისგან მოიპოვებს კომპანია რეგულირდება ვებ-გვერდზე განთავსებული პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკის შესაბამისად[ https://www.skillwill.ge/data-privacy-policy ] და წარმოადგენს კომპანიის ვებ-გვერდის წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს. კომპანიის ვებ-გვერდის წესებსა და პირობებზე თანხმობის გამოხატვით მშობელი/მეურვე ამავდროულად ეთანხმება პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკას.
1.10 თუ კომპანიის ვებ-გვერდზე წესები და პირობები ქართული ენის გარდა, ხელმისაწვდომია სხვა ენაზეც, სხვა ენაზე წარმოდგენილი წესებისა და პირობების ტექსტებს შორის შეუსაბამობის ან წინააღმდეგობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება წესებისა და პირობების ქართულ ენაზე შესრულებულ ტექსტს.
1.11 წესებსა და პირობებში მხოლობით რიცხვში გამოყენებული ტერმინები ან/და სიტყვები უნდა იყოს აღქმული მრავლობით რიცხვშიც (და პირიქით), თუ თავად წესებისა და პირობების კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს.
1.12 ნებისმიერი სქესის ნაცვალსახელები გულისხმობს სხვა სქესის ნაცვალსახელებსაც და პირიქით (წინამდებარე წესებისა და პირობების იმ ენაზე შესრულებული თარგმანის შემთხვევში, რომელშიც გამოიყენება სქესის აღმნიშვნელი ნაცვალსახელები).
2.1 წესებსა და პირობებში გამოყენებულ ტერმინებს და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ წესებისა და პირობების კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს:
2.1.1 „კომპანია“ ან „ჩვენ“ - წესებსა და პირობების მიზნებისათვის წარმოადგენს შემდეგ პირს: შპს სქილვილ, რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საიდენტიფიკაციო კოდი: 406258730, მისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, მიხეილ თამარაშვილის გამზირი, N13თ, საოფისე ფართი N1, სართული 1, ბლოკი "ა".
2.1.2 „სკოლა“ - კომპანიის მიერ ორგანიზებული და მართული STEM სკოლა. სკოლა მდებარეობს შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩა N129.
2.1.3 “ვებ გვერდი” - ვებგვერდი www.skillwill.ge, მისი ქვეგვერდები, მობილური ვერსია ან/და მობილური აპლიკაცია და ყველა სხვა ვებგვერდი, ვებგვერდების მობილური ვერსია, მობილური აპლიკაციები, პროგრამული უზრუნველყოფები, ინტერნეტ პორტალები, ელექტრონული კომერციის პლატფორმები, რომელსაც ფლობს, მართავს, აკონტროლებს ან/და წვდომას უზრუნველყოფს კომპანია და რომლებიც ამავდროულად აკეთებენ მითითებას წინამდებარე წესებსა და პირობებზე.
2.1.4 “მოსწავლე” – სკოლაში, საგანმანათლებლო კურსზე რეგისტრირებული არასრულწლოვანი პირი.
2.1.5 „რეგისტრაცია“ – წესებისა და პირობების შესაბამისად, კომპანიის ვებ-გვერდის საშუალებით მშობლის/მეურვის მიერ სპეციალური პროცედურების გავლა, რაც გულისხმობს მშობლის/მეურვის მიერ კომპანიის ვებ-გვერდზე მოსწავლის რეგისტრაციას სკოლაში, ყველა დადგენილი სავალდებულო ეტაპების გავლით და ინფორმაციის მიწოდებით.
2.1.6 „კონტენტი“ - კომპანიის პლატფორმის შემადგენელი ნებისმიერი ნაწილი, განთავსებული, გამოსახული ან ხელმისაწვდომი ნებისმიერი გრაფიკული გამოსახულება, ნახატი, ნაბეჭდი, ფოტო, გამოსახულება, ხმა, მუსიკა, ვიდეო მასალა, აუდიო მასალა, ტექსტი, ლოგო, სიმბოლო, მონაცემთა ბაზა, დიზაინი, პროგრამული უზრუნველყოფა, ფაილები და ნებისმიერი სხვა ელემენტი.
2.1.7 “საგანმანათლებლო კურსი” - კომპანიის მიერ სკოლის ფარგლებში გამოცხადებული და განხორციელებული/განხორციელების პროცესში არსებული საგანმანათლებლო პროგრამა/სასწავლო კურსი, რომელზეც რეგისტრირდება მოსწავლე.
3.1 საგანმანათლებლო პროგრამის აღწერა განსაზღვრულია კომპანიის/სკოლის ვებ-გვერდზე, რეგისტრაციის გავლით მშობელი/მეურვე ეთანხმება, რომ იცნობს საგანმანათლებლო კურსს შინაარსს.
3.2 სასწავლო პროგრამის კალენდარი მოცემულია ვებ-გვერდზე, ან დამატებით იქნება მიწოდებული მშობლისთვის/მეურვისთვის საგანმანათლებლო კურსის დაწყების თარიღზე, შესაძლებელია სკოლის მიერ განხორციელდეს კალენდრის ცვლილება, რაზეც დამატებით აცნობებს მშობელს.
3.3 საგანმანათლებლო კურსი განხორციელდება ჩატარდება სკოლის შენობაში.
4.1 მშობელი/მეურვე იძლევა გარანტიას და ადასტურებს შემდეგს:
4.1.1 აქვს უფლებამოსილება განახორციელოს მოსწავლის რეგისტრაცია სკოლაზე;
4.1.2 იცნობს წინამდებარე წესებსა და პირობებს, ეთანხმება მასში განცხადებულ ვალდებულებებს და გარანტიებს;
4.1.3 კომპანიისათვის წარმოდგენილი ნებისმიერი ინფორმაცია, მონაცემები და დოკუმენტაცია არის უტყუარი, მართლზომიერი, ზუსტი, აქტუალური, ვალიდური და სრული. აუცილებლობის შესაბამისად, მოსწავლე დრო და დრო მოახდენს მის განახლებას;
4.1.4 არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არც ერთი იურისდიქციის კანონმდებლობით გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრება, იარაღით ვაჭრობა, ტერორიზმი ან სხვა სახის არამართლზომიერ საქმიანობა);
4.1.5 დროულად განახორციელებს წინამდებარე დოკუმენტით ნაკისრ ვალდებულებებს.
5.1 მშობელი/მეურვე ვალდებულია:
5.1.1 დაიცვას სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრული ნორმები;
5.1.2 იყოს კორექტული, საერთო მიზნების მიღწევისთვის ითანამშრომლოს სკოლასთან და შეინარჩუნოს კეთილგანწყობა სკოლისა და მისი თანამშრომლების მიმართ;
5.1.3 მოსწავლის ინტერესებიდან გამომდინარე, აქტიური კავშირი იქონიოს სკოლის წარმომადგენლებთან;
5.1.4 არ განახორციელოს სკოლის შინაგანაწესით აკრძალული რაიმე სახის ქმედება, ხოლო მსგავსი ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს სკოლის წარმომადგენლებს:
5.1.5 ყურადღება მიაქციოს, რომ მოსწავლემ არ ატაროს სკოლის შინაგანაწესით აკრძალული ნივთები (სწავლისათვის შეუსაბამო ტექნიკური საშუალებები, ცივი იარაღი და ა.შ. აკრძალული ნივთები დეტალურადაა განსაზღვრული სკოლის შინაგანაწესით);
5.1.6 სკოლის წარმომადგენელს აცნობოს მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის, კერძოდ, ქრონიკული/გადამდები დაავადებისა და ალერგიის შესახებ;
5.1.7 გადამდები დაავადების შემთხვევაში სკოლაში არ მოიყვანოს მოსწავლე და სკოლის წარმომადგენელს აცნობოს გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ;
5.1.8 არ გააცდენინოს მოსწავლეს სკოლა არასაპატიო მიზეზით. წინასწარ აცნობოს სკოლის წარმომადგენელს მოსალოდნელი გაცდენის შესახებ;
5.1.9 თავი შეიკავოს სხვა მოსწავლის ან სკოლის ნებისმიერი თანამშრომლის სიტყვიერი შეურაცხყოფისაგან, მისი ღირსების შელახვისაგან, ასევე მოსწავლის თანდასწრებით მასწავლებლის განკითხვისა და მისი ავტორიტეტის შელახვისაგან;
5.1.10 აანაზღაუროს მოსწავლის მიერ დაზიანებული სასკოლო ინვენტარის ან ტექნიკის ღირებულება სკოლის მიერ მოთხოვნის საფუძველზე;
5.1.11 სკოლის წარმომადგენლის მოთხოვნისამებრ გამოცხადდეს სკოლაში;
5.1.12 შეატყობინოს სკოლას ხელშეკრულებით განსაზღვრული რეკვიზიტების (საცხოვრებელი ადგილი, ტელეფონის ნომერი) ცვლილების შესახებ;
5.1.13 ნებისმიერი პრობლემა და გაუგებრობა გაარკვიოს სკოლის წარმომადგენელთან.
6.1 მშობელი/მეურვე, კომპანიის მომსახურების მიღებისას თანხმდებიან, რომ არ გამოიყენებენ, დააექსპორტებენ, ჩაიწერენ ან რაიმე სახით შექმნიან კომპანიის მიერ შემოთავაზებული მომსახურების ასლს კომპანიის თანხმობის გარეშე ნებისმიერი მიზნით, მათ შორის კომერციული გამოყენებისათვის.
6.2 მოსწავლის მშობელი/მეურვე იაზრებს და თანხმდება, რომ კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული მასალა წარმოადგენს კომპანიის ინტელექტუალურ საკუთრებას და მასზე წვდომა არ უნდა განიმარტოს, როგორც რაიმე სახის საავტორო ან/და ეკონომიკური უფლების გადაცემათ აღნიშნულ მუხლში მითითითებულ მასალაზე.
6.3 მომსახურების ფარგლებში გაზიარებულ მასალაზე საავტორო უფლებები გააჩნია კომპანიას. ნებისმიერი ვიზუალური ინტერფეისი, გრაფიკა, დიზაინი, კომპილაცია, ინფორმაცია, კომპიუტერული კოდი (მათ შორის, საწყისი კოდი ან/და ობიექტის კოდი), პროგრამული უზრუნველყოფა, სერვისები, შინაარსი, საგანმანათლებლო ვიდოები და სავარჯიშოები და მომსახურების ყველა სხვა ელემენტი დაცულია საქართველოს და საერთაშორისო საავტორო უფლებებისა და ინტელექტუალური საკუთრების შესახებ კანონმდებლობითა და კონვენციებით.
7.1 სკოლაში რეგისტრაცია ხორციელდება კომპანიის ვებ გვერდზე დადგენილი წესით, განსაზღვრული სავალდებულო ველების/ინფორმაციის შევსებით და დადგენილი პროცედურებით.
7.2 მშობელი/მეურვე პასუხისმგებელია ინფორმაციის სისწორეზე.
7.3 კომპანია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს შეცვალოს სკოლაში მოსწავლის რეგისტრაციისათვის ან/და ავტორიზაციისათვის საჭირო სავალდებულო მონაცემები.
7.4 მოსწავლის მშობლის/მეურვის მიერ სკოლაში რეგისტრაციის დროს მითითებული მონაცემები ინახება დაშიფრულად და მხოლოდ მოსწავლის მშობლის/მეურვისთვის არის ცნობილი.
7.5 მოსწავლის მშობელი/მეურვე ვალდებულია უზრუნველყოს, რომ რეგისტრაციის დროს მითითებული მონაცემები, მათ შორის, პერსონალური მონაცემი იყოს უტყუარი, ზუსტი და სრული.
7.6 მოსწავლის მშობელს/მეურვეს ნებისმიერ დროს შესუძლია განაახლოს ან ცვლილება შეიტანოს რეგისტრაციისას მითითებულ მონაცემებში მის ანგარიშზე წვდომის გზით. გთხოვთ, იხილოთ ჩვენი კონფიდენციალობის პოლიტიკა და გაეცნოთ დამატებით ინფორმაციას, თუ როგორ მოხდება თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და შენახვა.
7.7 რეგისტრაციის შემდგომ, სწავლის დაწყებამდე არაუგვიანეს 1 სამუშაო დღისა, მოსწავლის მშობელი/მეურვე ვალდებულია ხელი მოაწეროს მშობელსა და კომპანიას შორის გასაფორმებელ ინდივიდუალურ ხელშეკრულებას და ასევე, წარუდგინოს კომპანიას დამატებით ინფორმაცია /დოკუმენტაცია:
კომპანია იტოვებს უფლებას, დამატებით მოითხოვოს სხვა დოკუმენტები საჭიროებისამებრ.
8.1 საგანმანათლებლო პროგრამის საფასური გამოცხადებულია სკოლის ვებ-გვერდზე. რეგისტრაციით, მშობელი/მეურვე ეთანხმება პროგრამის საფასურს და გადახდის არჩეულ ფორმას, იღებს ვალდებულებას, დროულად და ჯეროვნად შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები.
8.2 სასწავლო კურსზე რეგისტრაციით, თქვენ ეთანხმებით იმ პირობას, რომ გადახდილი საფასური არ ექვემდებარება უკან დაბრუნებას.
8.3 სწავლის საფასურის გადახდის განწილვადების შემთხვევაში, მშობლის/მეურვის მიერ სწავლის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია, დამატებითი შეტყობინების გარეშე, შეწყვიტოს მოსწავლისთვის მომსახურების გაწევა, არ დაუშვას მოსწავლე საგანმანათლებლო კურსზე. მშობელი/მეურვე ვალდებულია სრულად აანაზღაუროს სწავლების საფასური.
8.4 მშობელი/მეურვე უფლებამოსილია, შეწყვიტოს საგანმანათლებლო კურსი, რაზეც უნდა შეატყობინოს კომპანიას მიმდინარე აკადემიური სემესტრის დასრულების თარიღამდე. ასეთი შეწყვეტა ძალაში შედის მომდევნო აკადემიური სემესტრიდან. იმ შემთხვევაში, თუ მშობელი დაარღვევს ამ მუხლით განსაზღვრულ შეტყობინების ვალდებულებას, მშობელი/მეურვე ვალდებულია სრულად გადაიხადოს მომდევნო აკადემიური სემესტრის სწავლის საფასური.
9.1 წესებითა და პირობებით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევა იწვევს ამავე წესებითა და პირობებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
9.2 მხარეები იღებენ ვალდებულებას აუნაზღაურონ ერთმანეთს მათ მიერ პირობების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი (ზარალი) კანონმდებლობით ან/და წესებითა და პირობებით დადგენილი წესით.
9.3 კომპანიას არ ეკისრება პასუხისმგებლობა რეგისტრაციის დროს მოსწავლის მშობლის/მეურვის მიერ შეყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და ნამდვილობაზე.
9.4 კომპანია იყენებს ყველა გონივრულ ზომას მოსწავლის მონაცემების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, თუმცა ამის მიუხედავად არ არის პასუხისმგებელი ისეთი შემთხვევებზე, როცა მესამე პირები არამართლზომიერად ახორციელებენ სხვა მოსწავლეების მონაცემებზე არასანქცირებული წვდომას.
10.1 წესები და და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
10.2 წესებსა და პირობებთან ან მის ინტერპრეტაციასთან/განმარტებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა ან უთანხმოება გადაწყდება მხარეებს შორის მოლაპარაკების გზით.
10.3 თუ მხარეები 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში შეთანხმებას ვერ მიაღწევენ მოლაპარაკების გზით, თითოეული მხარე უფლებამოსილია მიმართოს და დავას განიხილავს საქართველოს საერთო სასამართლოები.
10.4 დავის მოლაპარაკების გზით დარეგულირების ან სასამართლო წესით გადაწყვეტის მიზნით, დავასთან დაკავშირებული მხარეთა შეტყობინებები, წერილები ან სხვა დოკუმენტაცია კომპანიისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი მიწოდებული იქნება შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ.თბილისი, ქ.თბილისი, თამარაშვილის ქ. N13თ.
11.1 არც ერთ მხარეს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა წესებითა და პირობებით ნაკისრი ვალდებულებების მთლიანი ან ნაწილობრივი დარღვევისათვის, თუ აღნიშნული გამოწვეული იქნება ფორს-მაჟორული (დაუძლეველი ძალის გარემოებების გამო) გარემოებების გამო პირდაპირი და უშუალო ზემოქმედებით.
11.2 წესებისა და პირობების მიზნებისათვის ფორს-მაჟორულ გარემოებებად (დაუძლეველი ძალის გარემობებად) მიიჩნევა წესებითა და პირობების ძალაში შესვლის შემდეგ წარმოშობილი მხარეებისათვის გადაულახავი, წინასწარ გაუთვალისწინებელი და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელი გარემოებები, როგორიცაა საკანონმდებლო რეგულაციების ცვლილება, შენობის გამოყენების დროებით შეუძლებლობა და.ა.შ.
11.3 მხარე, რომლისთვისაც გამო შეუძლებელია წესებისა და პირობებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულება, ვალდებულია ფორს-მაჟორულ გარემოებების წარმოშობისა და მისი აღმოფხრის თაობაზე გონივრულ ვადაში შეატყობინოს მეორე მხარეს.
11.4 მხარეების მიერ წესებითა და პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება გადაიდება ფორს-მაჟორული გარემოებების აღმოფხვრამდე, გარდა სწავლის საფასურის გადახდისა.
12.1 მხარეთა მიერ წესებისა და პირობებით ნაკისრი ვალდებლებების შესრულების ან ამავე წესებით ან მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული უფლებებისა და ინტერესების რელიზების ან დაცვისათვის, მათ შორის, წესებისა და პირობებით დარეგულირებულ საკითხებთან დაკავაშირებით, მშობელს/მეურვესა და კომპანიის შორის კომუნიკაცია, ძირითადად ხორციელდება ელექტრონულად, მშობლის/მეურვის მიერ რეგისტრაციისას დაფიქსირებული ან/და კომპანიისათვის მიწოდებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე ან/და მობილური ტელეფონის ნომერზე, ელექტრონული წერილებისა ან/და მოკლედ ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის გზით, თუმცა, კომპანია უფლებამოსილია გამოიყენოს მშობლის/მეურვის შესაბამის მობილური ტელეფონის ნომერზე ზეპირი სატელეფონო კავშირი, მშობლის/მეურვის სოციალური ქსელების „ჩათში“ მიმოწერა და სხვა საკომუნიკაციო არხები, რომელიც მითითებულია ან/და რომელის გამოყენებასაც ეთანხმება მშობელი/მეურვე.
12.2 მშობელს/მეურვესა და კომპანიის შორის კომუნიკაცია ხორციელდება კონფიდენციალობის პოლიტიკის დაცვით, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მართლზომიერი მიზნებისა და საფუძვლების გათვალისწინებით.
13.1 მშობელი/მეურვე უფლებამოსილია ნებისმიერ დროს გააუქმოს მოსწავლის რეგისტრაცია. რეგისტრაციის გაუქმებისთვის მოსწავლის მშობელი/მეურვე უნდა დაუკავშირდეს კომპანიას ვებ-გვერდზე ან ინდივიდუალურ ხელშეკრულებაში მითითებულ საკონტაქტო/ საკომუნიკაციო არხების საშუალებით, რა დროსაც მხარეები იხელმძღვანელებენ ამ წესებით და პირობებით.
13.2 რეგისტრაციის გაუქმებისათვის მშობელმა/მეურვემ უნდა გაიაროს კომპანიის მიერ მითითებული იდენტიფიცირების პროცედურა.
13.3 კომპანია უფლებამოსილია მოსწავლეს ცალმხრივად, წინასწარი შეტყობინების გარეშე, შეუწყვიტოს რეგისტრაცია, თუ ჩათვლის რომ დაირღვა წესებისა და პირობების ან/და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები.
13.4 კომპანია უფლებამოსილია, მიმდინარე სასწავლო სემესტრის დასრულებიდან ნებისმიერ დროს, ახალი სასწავლო სემესტრის დაწყებამდე შეწყვიტოს სასწავლო კურსი.
13.5 იმ შემთხვევაში თუ მშობელი შეწყვეტს მოსწავლის რეგისტრაციას სწავლის დაწყებიდან 1 (ერთი) კვირის განმავლობაში, გადახდილი სწავლის საფასური მშობელს დაუბრუნდება რეგისტრაციის შეწყვეტის დაფიქსირების დღიდან 10 (ათი) სამუშაო დღეში. ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან არიდების მიზნით, ამ პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდგომ, მოსწავლის რეგისტრაციის შეწყვეტის შემთხვევაში გადახდილი თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება.
14.1 წესებსა და პირობებში აღნიშნული მუხლის სათაურები გამოიყენება მხოლოდ მოხერხებულობისთვის და არ განსაზღვრავს ან/და ახდენს ზეგავლენას მუხლის შინაარსზე, განმარტებასა და ინტერპრეტაციაზე.
14.2 თუ წესებისა და პირობების რომელიმე ნაწილი ან დებულება რაიმე მიზეზით იქნა გაუქმებული, ბათილად ცნობილი ან შეწყვეტილი, აღნიშნული ნაწილი ან დებულება აღარ იქნება გამოყენებული, რაც არ იქონიებს გავლენას წესებისა და პირობების სხვა დანარჩენი ნაწილების/დებულებების ნამდვილობაზე.
14.3 მშობელი/მეურვე კომპანიის წერილობითი თანხმობის გარეშე, არ არის უფლებამოსილი ამ წესებიდან და პირობებიდან გამომდინარე უფლებები და მოთხოვნები გადასცეს ან ვალდებულებები გადააკისროს სხვა პირს.
14.4 კომპანიის უფლებამოსილია წესებითა და პირობებით განსაზღვრული მისი ყველა უფლება და ვალდებულება გადასცეს ნებისმიერ პირს,
14.5 მშობლის/მეურვის წერილობითი თანხმობის გარეშე, იმ პირობით, რომ ეს მესამე პირი უზრუნველყოფს მოსწავლის მიმართ იგივე ხარისხის ან უკეთესი გარანტიების გაცემასა და პასუხისმგებლობის აღებას.
14.6 წესებითა და პირობებით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლების ან ანაზღაურების საშუალების გამოყენებაზე კომპანიის მიერ თავის შეკავება ან გადავადება არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ამ უფლებაზე ან ანაზღაურებაზე უარის თქმად და აღნიშნულმა გავლენა არ უნდა მოახდინოს შემდგომში კომპანიის მიერ ამ უფლების გამოყენებაზე ან ანაზღაურების მიღებაზე.