2023.09.07
share
სქილვილში, კურსდამთავრებულებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია ჩატარდა, რომელსაც ბაზრის მსხვილი დამსაქმებელი კომპანიები ესწრებოდნენ.
სქილვილის წარმატებულ კურსდამთავრებულებს, კომპანიების წარმომადგენლებმა გაუზიარეს ინფორმაცია დასაქმების მიმართულებით ბაზარზე არსებული საჭიროებების, კადრების დეფიციტის აღმოფხვრის, დასაქმების შესაძლებლობების შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებმა მათ ექსკლუზიური
ვაკანსიები გაუზიარეს.
“დღეს სქილვილში გვქონდა მეორე ნაკადის კურსდამთავრებულების გამოსაშვები ცერემონია და მოწვეულ პარტნიორებთან, პოტენციურ დამსაქმებლებთან ერთად ჩვენს საუკეთესო კურსდამთავრებულებს გავუზიარეთ ინფორმაცია იმ შესაძლებლობების შესახებ, რომლებსაც ჩვენი პარტნიორები, მათ, სქილვილის კურსების გავლის შემდეგ ტექნოლოგიური და ციფრული მიმართულებებით შესთავაზებენ. ეს გულისხმობს დასაქმებისა და ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობებს, რაც ჩვენს კურსდამთავრებულებს ახალი, წარმატებული კარიერის დაწყებაში დაეხმარება.“ - ამბობს აკადემიის დირექტორი, გიგი გიორგაძე.
სქილვილისთვის დასაქმების ხელშეწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით, თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო წარმატებულ კომპანიებთან და ორგანიზაციებთან, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში.
„ციფრული მმართველობის სააგენტო, როგორც ციფრული ტრანსფორმაციების ხელშემწყობი ორგანო საქართველოში, მზად არის ხელი შეუწყოს კვალიფიციური კადრების დასაქმებას. ამ მხრივ, სქილვილის კურსდამთავრებულებს, შევთავაზებთ სხვადასხვა სტაჟირების და დასაქმების შესაძლებლობას.“- თქვა ციფრული მმართველობის
სააგენტოს წარმომადგენელმა, არსენ ალაგარდაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სქილვილი საქართველოში ყველაზე მასშტაბური ონლაინ აკადემიაა, სადაც სწავლა შეუძლია ნებისმიერი ასაკის, პროფესიის ადამიანს, ვისაც აქვს ინტერესი ისწავლოს ტექ პროფესიები, ციფრული მარკეტინგი და ხელოვნური ინტელექტი. სქილვილში სტუდენტების მიღება ამჟამად მიმდინარეობს. მე-7 ნაკადისთვის სწავლა 25 სექტემბერს დაიწყება.