2023.10.13
share
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიისა და Skillwill-ის თანამშრომლობის ფარგლებში, მნიშვნელოვანი სოციალური პროექტის განხორციელებას ჩაეყარა საფუძველი. პროექტის ფარგლებში, დედოფლისწყაროში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა, სრული დაფინანსებით, Skillwill-ში სწავლა უკვე დაიწყეს.
პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდები დაეუფლებიან ისეთ მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიებს, როგორიცაა პროგრამირება და ციფრული მარკეტინგი.
სტუდენტებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი, Skillwill-ის დირექტორი, გიგი გიორგაძე და სხვა წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა სტუდენტებთან
ერთად განიხილეს სწავლის პირველი შედეგები და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე
იმსჯელეს.
„მიმაჩნია რომ, Skillwil-თან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია და ის პროექტი, რომელსაც ერთობლივად ვახორციელებთ ძალიან სასარგებლოა, რადგან ეხება ახალგაზრდებისთვის
საჭირო ცოდნისა და უნარების მიცემას და მათი დასაქმების ხელშეწყობას. დარწმუნებული
ვარ, პროექტის ფარგლებში არაერთი წარმატებული მაგალითი გვექნება, რის საფუძველზეც მომავალშიც
გავაგრძელებთ Skillwill-თან თანამშრომლობას და გავზრდით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობას.“ - ამბობს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს მერი, ნიკოლოზ ჯანიაშვილი.
გიგი გიორგაძე: „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტისა და Skillwill-ის თანამშრომლობის პირველი ეტაპი ყველასთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა, რადგან ამ პარტნიორობის ფარგლებში დაფინანსებულ სტუდენტებთან ერთად უნდა შეიქმნას წარმატების მაგალითები, რომელიც დედოფლისწყაროში და მთლიანად რეგიონშიც ახალგაზრდებს მისცემს სწავლის მოტივაციას.“
მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს ახალგაზრდების შრომის ბაზარზე გააქტიურებას და საერთაშორისო თუ ადგილობრივი კომპანიისთვის, მაღალანაზღაურებად სექტორებში მუშაობის შესაძლებლობას ნებისმიერი წერტილიდან, მათ შორის საკუთარი რეგიონიდან.