2023.11.08
share
თანამშრომლობის ფარგლებში, დაგეგმილია ICT მიმართულებებით, ახალი მოკლევადიანი და გრძელვადიანი სასერტიფიკატო პროგრამების შემუშავება. პროექტის განმავლობაში, Skillwill-ი, ჩართულ პარტნიორებთან ერთად, გაზრდის რეგიონულ ხელმისაწვდომობას ხარისხიან მომზადება-გადამზადების პროგრამებზე და განავითარებს სასწავლო პლატფორმას, რომელიც ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროებების მქონე პირებზე. პროექტის ფარგლებში, 1000 სტუდენტის გადამზადება და მათი დასაქმების ხელშეწყობაა დაგეგმილი.
„ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხარისხიანი განათლების მიღება, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის, გავხადოთ ხელმისაწვდომი. ამ შესაძლებლობების შექმნაში ამერიკელი ხალხის დახმარება განსაკუთრებით საჭირო და მნიშვნელოვანია. მიხარია, რომ USAID-ის მხარდაჭერით, შევძლებთ გავაძლიეროთ ქართული ICT სექტორი და ეკონომიკა და ბიზნესის საჭიროებები პროფესიონალი კადრებით დავაკმაყოფილოთ.“ - აცხადებს სქილვილის დამფუძნებელი, ვახტანგ თურნავა.
„მოხარული ვარ რომ სქილვილთან თანამშრომლობას მოვაწერეთ ხელი, რომლის ფარგლებშიც მხარს დავუჭერთ აიტი და ციფრული მიმართულებებით პროგრამების განვითარებას. საქართველოში ICT სწრაფად მზარდი სექტორია, თუმცა საჭიროებს უფრო მეტ შესაბამისი უნარების მქონე პროფესიონალს. სწორედ ეს პარტნიორობა დაეხმარება ინდუსტრიას და კერძო სექტორს, პროფესიონალი კადრების დეფიციტის შევსებაში.“ - ამბობს USAID-ის პროგრამის დირექტორი, დევიდ ბლოდი.
მნიშვნელოვანია, რომ პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოში ICT სექტორისთვის ისეთი სამუშაო ძალის განვითარებას, რომელიც კერძო სექტორის საჭიროებებსა და ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებთან იქნება შესაბამისობაში.