2024.03.06
share
ისინი ონალიან დაეუფლებიან ისეთ მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიებს, როგორიცაა პროგრამირება, IT პროექტების მენეჯმენტი, Front-end დეველოპმენტი და UX/UI დიზაინი.
,,აღსანიშნავია რომ მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს ახალგაზრდების შრომის ბაზარზე გააქტიურებას და საერთაშორისო თუ ადგილობრივი კომპანიისთვის, მაღალანაზღაურებად სექტორებში მუშაობის შესაძლებლობას ნებისმიერი წერტილიდან, მათ შორის საკუთარი რეგიონიდან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კერძო სექტორი მსგავსი ინიციატივების მხარდამჭერია და ჩვენთან ერთად ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, გახადოს განათლება ხელმისაწვდომი." - ამბობენ ,,სქილვილში.''
,,საქკაბელისთვის'' განათლებაზე ზრუნვა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და საქართველოში პირველ ნეო უნივერსიტეტთან Skillwil-თან გავაფორმეთ მემორანდუმი. ის პროექტი, რომელსაც ერთობლივად ვახორციელებთ ძალიან სასარგებლოა, რაც კურსდამთავრებულს ახალ შესაძლებლობებს და კარიერულ ზრდას მოუტანს. ამ ეტაპზე ორიენტირი მომავლის პროფესიებზე ავიღეთ. სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა საჭირო უნარები სახლიდან გაუსვლელად გამოიმუშაონ, ახალი კონტაქტები შეიძინონ, გაიცნონ სფეროს პროფესიონალები, რაც წარმატებულად დასაქმებისთვის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. დარწმუნებული ვარ, პროექტის ფარგლებში არაერთი წარმატებული მაგალითი გვექნება, რის საფუძველზეც მომავალშიც გავაგრძელებთ Skillwill-თან თანამშრომლობას და გავზრდით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობას. რაც მათ ახალი პროფესიის დაუფლებაში თუ ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება. " - განაცხადა სს "საქკაბელის" მმართველმა დირექტორმა დავით კაპანაძემ.