Skillwill Logo

სტუდენტის პორტალი

USAID-ის მხარდაჭერით, ონლაინ ნეო უნივერსიტეტი „სქილვილი“ ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრთან თანამშრომლობას იწყებს

2024.09.24

share

USAID-ის მხარდაჭერით, ონლაინ ნეო უნივერსიტეტი „სქილვილი“ ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრთან თანამშრომლობას იწყებს

ონლაინ ნეო უნივერსიტეტი „სქილვილი“ ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრთან თანამშრომლობას იწყებს. ეს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელსაც მხარს უჭერს USAID-ის პროგრამა "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" , მიზნად ისახავს ჭიათურაში მცხოვრები სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ტექნიკური განათლება. აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს დასაქმების შესაძლებლობების განვითარებას რეგიონის IT სექტორში. 

ონლაინ ნეო უნივერსიტეტი „სქილვილი“ და ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრი ერთიანდებიან, რათა მოიძიონ და დაარეგისტრირონ ადგილობრივი სტუდენტები მრავალფეროვან IT კურსებზე, როგორებიცაა: Front-end (React, Python), Back-end (Java), DevOps და კიბერუსაფრთხოება. ჭიათურის მუნიციპალიტეტიდან, თანამშრომლობის ფარგლებში, მინიმუმ 30 სტუდენტი მიიღებს პროფესიულ განათლებას „სქილვილში“, რაც სტუდენტებს არა მხოლოდ ტექნიკურ უნარებს განუვითარებს, არამედ უზრუნველყოფს მათ ყოვლისმომცველ კარიერულ მხარდაჭერას, რათა კურსდამთავრებულები მალევე დასაქმდნენ მათ მიერ არჩეულ სფეროში.

„სქილვილის” კურსდამთავრებულები აგრეთვე მიიღებენ აკრედიტებულ დიპლომს, რომელიც აღიარებულია განათლების აკრედიტაციის ევროპული ასოციაციის (EAHEA) მიერ. 

„ძალიან მოხარულები ვართ, ვითანამშრომლოთ „სქილვილთან“, რადგან ეს თანამშრომლობა გვაძლევს საშუალებას, მივცეთ მეტი შესაძლებლობა ჭიათურელ ახალგაზრდებს, ჩაერთონ მუდმივად განვითარებად ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში. ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ტექგანათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით ჩვენს რეგიონში“, - განაცხადა ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის ხელმძღვანელმა ნატალია პატარიძემ. 

ცენტრი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დაარსდა.  ცენტრი ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის შეიქმნა და მიზნად ისახავს მათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვას და შრომით ბაზარზე აქტიურ ინტეგრაციას.

დასაქმების ხელშეწყობის მიზნით კი, კურსის წარმატებით გავლის შემდეგ, „სქილვილი“ დაეხმარება კვალიფიციურ კურსდამთავრებულებს კავშირები დაამყარონ წამყვან IT კომპანიებთან.

„მოხარულები ვართ, რომ გავავრცელოთ ჩვენი საგანმანათლებლო სერვისები ჭიათურის მუნიციპალიტეტში. USAID-თან და ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრთან ერთად, ჩვენ ვეხმარებით სტუდენტებს შეიძინონ ის აუცილებელი უნარები, რომლებიც საჭიროა ციფრული ეკონომიკის განვითარებისთვის“. – „სქილვილ საქართველოს“ დირექტორი ლანა ჩხარტიშვილი 

imageUrl

მსგავსი პოსტები

Skillwill-ს და არქი - Archi-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

Skillwill-ს და არქი - Archi-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

"არქი" და საქართველოში ყველაზე მასშტაბური ონლაინ აკადემია "სქილვილი" დაპარტნიორდნენ. 

„არქიმ“ და საქართველოში ყველაზე მასშტაბურ ონლაინ აკადემია „სქილვილი“ დაპარტნიორდნენ. ამ თანამშრომლობის ფარგლებში არქი ყველა მსურველ არქელს სქილვილში სწავლის საფასურის 50%-ს დაუფინანსებს, რაც ნიშნავს, რომ არქელებს შესაძლებლობა ეძლევათ ნახევარ ფასად შეისწავლონ მომავლის პროფესიები IT მიმართულებით, ციფრული მარკეტინგის მიმართულებით და ასევე, გაიარონ ზოგადი ინგლისურის კურსი. „არქისთვის არქელებზე ზრუნვა მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ მუდმივად ვაწყობთ მასშტაბურ ღონისძიებებს და ვზრუნავთ არქლების განწყობაზე, იმაზე, რომ თითოეულმა არქელმა თავი ბედნიერად და კომფორტულად იგრძნოს. ამ ეტაპზე ორიენტირი ჩვენი დიდი ოჯახის წევრების განვითარებაზე ავიღეთ და მზად ვართ ყველა მსურველ არქელს სქილვილში კურსის საფასურის 50% დავუფინანსოთ, რაც მათ ახალი პროფესიის დაუფლებაში თუ ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება.“ _ აცხადებს არქის გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი.

საქართველოში დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა კომპეტენტური კადრებით ბაზრის დაკმაყოფილებაა. კადრების დეფიციტის პრობლემა კი განსაკუთრებით თვალსაჩინოა IT სფეროში, რომელიც ერთერთ ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიას წარმოადგენს. ამ სფეროს წარმომადგენლებს დასაქმების ფართო შესაძლებლობები ეხსნებათ, როგორც საქართველოში, ასევე უცხოურ ბაზარზე. მნიშნელოვანია, რომ სქილვილის კურსდამთავრებულების 76% უკვე დასაქმებულია. “Skillwill-ის მიზანია მისცეს საჭირო ცოდნა და უნარები ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც სურს დაიწყოს ახალი კარიერა ან გახდეს უფრო მაღალკვალიფიციური კადრი.

ჩვენთვის მნიშნელოვანია, რომ ყველა ადამიანს, განურჩევლად მათი ასაკისა და პროფესიისა მივცეთ შესაძლებლობა ჩაერთოს ჩვენს კურსებში. ამით ერთი მხრივ, კომპანიებს დავეხმარებით კვალიფიციური კადრების მოძიებაში, მეორე მხრივ კი სამსახურის მაძიებელ ადამიანებს მივცემთ შანსს, აკეთონ მომავლის საქმე და ამავდროულად ჰქონდეთ მაღალანაზღაურებადი პროფესია“, - ამბობს სქილვილის აკადემიის გენერალური დირექტორი, გიგი გიორგაძე. სქილვილის აკადემიაში IT პროფესიების შესასწავლად, მათემატიკური ცოდნა აუცილებელი არაა, მთავარია სურვილი და მონდომება, ისწავლო და შეიძინო ახალი უნარები.

არქისთვის არქელებზე ზრუნვა პრიორიტეტულია, ამიტომ კომპანიამ გადაწყვიტა საქართველოში ყველაზე მასშტაბურ ონლაინ აკადემიასთან თანამშრომლობა, რაც არქის დიდი ოჯახის წევრებს ახალ შესაძლებლობებს და კარიერულ ზრდას მოუტანს. ონლაინ აკადემია სქილვილში IT მიმართულების, ციფრული მარკეტინგისა და უცხო ენის სწავლება თანამედროვე მეთოდებით მიმდინარეობს. სქილვილ აკადემიაში მუდმივად ზრუნავენ იმაზე, რომ სტუდენტებმა გამოიმუშაონ საჭირო უნარები სახლიდან გაუსვლელად და შეიძინონ ახალი კონტაქტები, გაიცნონ სფეროს პროფესიონალები, რაც წარმატებულად დასაქმებისთვის უმნიშნელოვანესი წინაპირობაა.

  • #სქილვილი
  • #ისწავლედადადსაქმდი
  • #თბილისისმერია
  • #პროგრამირება
  • #დასაქმება


2023.07.13
სქილვილი "ისწავლე და დასაქმდის" პარტნიორი გახდა

სქილვილი "ისწავლე და დასაქმდის" პარტნიორი გახდა

"ისწავლე და დასაქმდი" წლევანდელ პროგრამას დაემატა ინფორმაციული ტექნოლოგიები, რაშიც SKILLWILL ჩაერთო.

თბილისის მერიის მუნიციპალური პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ 2018 წელს ამოქმედდა და კვლავაც წარმატებით აგრძელებს საქმიანობას. ამ პროექტის მიზანია სამსახურის მაძიებელი მოქალაქეების თბილისის შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიულ სპეციალობებში მოკლევადიანი კურსების მეშვეობით მომზადება/გადამზადება და დასაქმების ხელშეწყობა.

წლევანდელ პროგრამას დაემატა ინფორმაციული ტექნოლოგიები, რაშიც Skillwill ჩაერთო. პროგრამის ფარგლებში, ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით, Skillwill-ში, უპრეცენდენტო რაოდენობის,600-მდე აპლიკაცია შემოვიდა. დიდი ინტერესის გათვალისწინებით თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება რომ განსაზრღვრულ რაოდენობაზე მეტ ადამიანს დააფინანსებს ტექნოლოგიების სფეროში კარიერული კურსების გასავლელად.

ამჟამად მიმდინარეობს აპლიკაციების გადარჩევის პროცესი. Პირველ ეტაპზე 120 სტუდენტი შეძლებს დაეფლოს ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს Skillwill-ში. შერჩევის პროცესში პრიორიტეტი სამსახურის მაძიებლებსა და სტუდენტებს მიენიჭებათ. თუმცა შემდგომშიც ყველა აპლიკანტის განცხადება იქნება დაკმაყოფილებული ვინც შემდეგ ორ კუმულაციურ კრიტერიუმს აკმაყოფილებს: არის 18 წლის ან მეტი (სრულწლოვანი) და რეგისტრირებულია ქალაქ თბილისში.

  • #სქილვილი
  • #ისწავლედადადსაქმდი
  • #თბილისისმერია
  • #პროგრამირება
  • #დასაქმება


2023.07.13
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას და ონლაინ აკადემია სქილვილს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას და ონლაინ აკადემია სქილვილს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას და ონლაინ აკადემია სქილვილს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია მხარეთა შორის მჭიდრო თანამშრომლობის ჩამოყალიბება, საერთო მიზნების დასახვა და განხორციელება, რომლებიც მიმართული იქნება საქართველოში IT სფეროს და ციფრული მარკეტინგის სფეროს პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის, შესაბამისი პროფესიული პროგრამების სწავლებასა და პროფესიული პროგრამის კურსდამთავრებულთა შრომით ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს წითელი ჯვრის გენერალურმა მდივანმა, ნინო ოსეფაიშვილმა და ონლაინ აკადემია სქილვილის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიგი გიორგაძემ.

ონლაინ აკადემია სქილვილის აღმასრულებელი დირექტორის, გიგი გიორგაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლობის ფარგლებში სქილვილის პროგრამების პოპულარიზაციაზე ერთობლივად იზრუნონ.

„მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენ ერთობლივად ვიზრუნებთ სქილვილის პროგრამების პოპულარიზაციაზე განსაკუთრებით რეგიონებში, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწოდოთ ინფორმაცია და მივცეთ შესაძლებლობა ჩაერთონ სქილვილის აკადემიის კურსებში და დაეუფლონ ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს“, - განაცხადა გიგი გიორგაძემ.

„ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაციული ტექნოლოგიების და ციფრული მარკეტინგის პოპულარიზაცია, განსაკუთრებით ძნელად მისადგომ რეგიონებში, მოგეხსენებათ საქართველოს წითელ ჯვრის საზოგადოებას გააჩნია მოხალისეების ყველაზე დიდი ქსელი ქვეყნის მასშტაბით და შევეცდებით ჩვენმა მოხალისეებმა, რომლის მთავარ ნაწილს წარმოადგენენ ახალგაზრდები ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა იმ არაჩვეულებრივ შესაძლებლობებზე, რომელსაც სქილვილი სთავაზობს მოსახლეობას“, - განაცხადა საქართველოს წითელი ჯვრის გენერალურმა მდივანმა, ნინო ოსეფაიშვილმა.

სქილვილის აკადემია საქართველოში ყველაზე მასშტაბური ონლაინ აკადემიაა, სადაც სწავლა შეუძლია ნებისმიერი ასაკის, პროფესიის ადამიანს, ვისაც აქვს ინტერესი ისწავლოს აიტი სფეროს პროფესიები, ციფრული მარკეტინგის მიმართულება და უცხო ენები. სქილვილ აკადემიაში მუდმივად ზრუნავენ იმაზე, რომ სტუდენტებმა გამოიმუშაონ საჭირო უნარები სახლიდან გაუსვლელად და შეიძინონ ახალი კონტაქტები, გაიცნონ სფეროს პროფესიონალები, რაც წარმატებულად დასაქმებისთვის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.

  • #სქილვილი


2023.07.13
სქილვილი და კომპანია ტენე დაპარტნიორდნენ

სქილვილი და კომპანია ტენე დაპარტნიორდნენ

რეგიონში პირველი ონლაინ ნეო უნივერსიტეტმა, სქილვილმა, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, სქილვილმა ტენესთან დაიწყო თანამშრომლობა.

Skillwill რეგიონში პირველი ნეო უნივერსიტეტია არამხოლოდ სწავლების ინოვაციური და სტუდენტზე მორგებული მეთოდებით, არამედ პირველი სრულად მწვანე კომპანიაც, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება ნარჩენების მინიმალიზაციას.

"Skillwill-სთვის როგორც პირველი ონლაინ ნეო უნივერსიტეტისთვის საქართველოში და რეგიონში საამაყოა, რომ ჩვენს ოფისში ამიერიდან განთავსდა Tene-ს მწვანე ყუთები და ჩვენი თანამშრომლები და სტუმრები შეძლებენ პასუხისმგებლობით მიუდგნენ პლასტმასის ნარჩენებს." - ხათუნა ნანუაშვილი, სქილვილის მარკეტინგის დირექტორი.

ტენესთან თანამშრომლობის ფარგლებში, ყოველთვიურად შეგროვდება პლასტმასის ნარჩენები, რომელსაც შემდეგ კომპანია ტენე გადაამუშავებს. მნიშვნელოვანია, რომ ტენე ქართული კომპანიაა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ეკოლოგიაზე ზრუნვაა და ამ მიმართულებით არაერთი პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი.

  • #სქილვილი


2024.03.06
SKILLWILL-მა სწავლების პროცესში ხელოვნური ინტელექტი დანერგა და ციფრული ავატარი შექმნა

SKILLWILL-მა სწავლების პროცესში ხელოვნური ინტელექტი დანერგა და ციფრული ავატარი შექმნა

ყველაზე მასშტაბურმა ნეო უნივერსიტეტმა საქართველოში, რომელიც 2018 წლიდან განათლების სფეროში აქტიურად არის ჩართული და პროფსიონალებს სწავლის ინოვაციური მეთოდებით ზრდის, სწავლების პროცესში ხელოვნური ინტელექტი დანერგა და ციფრული ავატარი შექმნა.

SKILLWILL-ის ციფრული ავატარი ინტეგრირებულია ხელოვნურ ინტელექტთან და სტუდენტების შეკითხვებს დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ჩატბოტის საშუალებით, ნებისმიერ ენაზე პასუხობს, ასწორებს ნაშრომებს და მორგებულია მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე.

SKILLWILL-ის ინფორმაციით, კონკურსი დიზაინერებისთვის SKILLWILL-ის ციფრული ავატარის შესაქმენლად რამდენიმე თვის წინ გამოცხადდა.

„დიზაინერებს პერსონაჟი 15-დან 35 წლამდე სამიზნე აუდიტორიისთვის უნდა შეექმნათ. ავატარის შთაგონება უნდა ყოფილიყო ფუტურისტული ელემენტები, უახლესი ტექნოლოგიები და ასევე, საგანმანათლებლო ინტერესები და ღირებულებები, რომელიც ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროსა და სივრცეში, ასევე, მოქნილია და ინდივიდების ინტერესებზეა მორგებული. ის გულისხმობს მასშტაბურობას და პერსონალიზებულ მიდგომებს .

საუკეთესო ავატარის შერჩევა ორ ეტაპად მოხდა. პირველ ეტაპზე, 10 კონკურსანტიდან 3 შეირჩა, ფინალურ ეტაპზე ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა ქალმა ავატარმა. ორგანიზატორების აზრით, ზუსტად ესადაგება სქილვილის ბრენდს და ასევე, იმ დიდ მიზანს,რასაც ნეო უნივერსიტეტი ემსახურება-მეტი გოგონა და ქალი ტექნოლოგიებში.

ნეო უნივერსიტეტი ამსხვრევს სტერეოტიპებს და ქმნის ახალ რეალობას, სადაც პროფესიებს ტექნოლოგიებში და ციფრულ სამყაროში ქალებიც ეუფლებიან. ინოვაციური მეთოდებით პროფესიონალების გაზრდა, სტერეოტიპების დარღვევა და ცოდნის ხელმისაწვდომობა SKILLWILL-ის მთავარი მიზანია. ამ კუთხით SKILLWILL-ის გუნდი, ტექნოლოგიებით დაინტერესებულ სტუდენტებს, კიდევ არაერთ სიახლეს შესთავაზებს“, - აცხადებენ SKILLWILL-ში.

  • #სქილვილი

 


2024.06.12
სქილვილსა და აფხაზეთის მთავრობას შორის თანამშრმოლობა გრძელდება

სქილვილსა და აფხაზეთის მთავრობას შორის თანამშრმოლობა გრძელდება

სქილვილისა და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატი-ს ერთობლივი პროექტის “თანამედროვე ტექნოლოგიური პროფესიების შესწავლა აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისათვის“ პირველი ნაკადის შემაჯამებელი ღონისძიება და ახალი სტუდენტების მიღება გაიმართა.

ღონისძიებაზე კურსდამთავრებულებს გადაეცათ საერთაშორისო სერტიფიკატები და შესაძლებლობა მიეცათ საკუთარი გამოცდილება პროგრამის ახალი სტუდენტებისთვის გაეზიარებინათ.

ერთობლივი პროექტის ფაგრგლებში, აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები, სქილვილში, სრული დაფინანსებით სწავლობენ ისეთ პროგრამებზე, როგორიცაა პროგრამირება 0-დან, ფრონტენდ დეველოპმენტი, ბექენდ დეველოპმენტი, IT პროექტების მართვა, UX/UI დიზაინი და ციფრული პროდუქტების ტესტირება. მონაწილეები შრომის ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად, თანამედროვე ტექნოლოგიურ პროფესიებს ეუფლებიან.

  • #სქილვილი
  • #პროგრამირება
  • #დასაქმება
     


2024.03.06
ონლაინ ნეო უნივერსიტეტი ,,სქილვილის" კურსდამთავრებულების გამოსაშვები ღონისძიება და დასაქმების ფორუმი

ონლაინ ნეო უნივერსიტეტი ,,სქილვილის" კურსდამთავრებულების გამოსაშვები ღონისძიება და დასაქმების ფორუმი

8 ნოემბერს, "თეატრი სახელოსნო 42”-ში ონლაინ ნეო უნივერსიტეტ “სქილვილის” კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია და მასშტაბური დასაქმების ფორუმი გაიმართა. ღონისძიებამ, რომელიც USAID-ის პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა, 100-ზე მეტი კურსდამთავრებული გააერთიანა. ახალგაზრდებმა ტექნოლოგიების სხვადასხვა მიმართულება წარმატებით შეისწავლეს და ახლა მზად არიან, თავიანთი ცოდნა რეალურ სამუშაო გარემოში გამოიყენონ. 

ღონისძიების ფარგლებში, ბაზრის მსხვილმა დამსაქმებლებმა “სქილვილის” კურსდამთავრებულებს მიმდინარე, ექსკლუზიური ვაკანსიები და სტაჟირებები გაუზიარეს. დასაქმების ფორუმში მონაწილეობდნენ ისეთი წამყვანი კომპანიები, როგორიცაა: ,,თეგეტა ჰოლდინგი’’, ,,კრედო ბანკი’’, Lineate, Making Science Sweeft, HT Solution და სხვა. ეს ურთიერთობები ხაზს უსვამს კერძო სექტორთან თანამშრომლობის გადამწყვეტ როლს ახალგაზრდების დასაქმების კუთხით და “სქილვილის” კარიერული განვითარებისკენ მიმართულ მიდგომას. 

Skillwill -ის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მარიამიძე :
 “ეს დღე ჩვენთვის განსაკუთრებული და ამაღელვებელია. ჩვენი მისიაა სტუდენტებს მომზადება წარმატებული კარიერისთვის, რისთვისაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ წამყვან კომპანიებთან თანამშრომლობას. ამ ურთიერთობებით ჩვენ ვზრუნავთ, რომ კურსდამთავრებულებს ჰქონდეთ არა მხოლოდ ტექნოლოგიური ცოდნა, არამედ რეალური, პრაქტიკული უნარები, რომლებიც მოთხოვნადია შრომის ბაზარზე და აუცილებელი ციფრულ სექტორში სწრაფი და წარმატებული ინტეგრაციისთვის. კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენი პრიორიტეტია და დიდ მადლობას ვუხდით პარტნიორებს, რომლებიც ახალგაზრდების მხარდაჭერით მათ პროფესიული წარმატების შესაძლებლობებს უქმნიან.”


 ახალი პარტნიორობა: თეატრი სახელოსნო 42 და Skillwill-ი
"თეატრი სახელოსნო 42"-მა ოფიციალურად დაიწყო თანამშრომლობა “სქილვილთან და კურსდამთავრებულებს დასაქმების ახალი შესაძლებლობები შესთავაზა. თანამშრომლობის ეს ინიციატივა მტკიცედ უწყობს ხელს სტუდენტებს, რომ თავიანთი ცოდნა რეალურ, ინოვაციურ და კრეატიულ გარემოში გამოიყენონ. თეატრი, რომელიც ცნობილია თავისი უნიკალური შემოქმედებითი ინოვაციებით, ახლა უკვე “სქილვილის” კურსდამთავრებულებს რეალურ სამუშაო შესაძლებლობებს სთავაზობს, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს სტუდენტების კარიერული განვითარების პერსპექტივებს. ახალი პარტნიორობა გახსნის კარს ახალგაზრდების პროფესიული ზრდისთვის, რადგან მათ საშუალება ექნებათ მუშაობდნენ თანამედროვე და კრეატიულ სივრცეში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი მომავალი წარმატებისთვის.
კურსდამთავრებულების მომზადება წარმატებისთვის

“სქილვილისთვის” დასაქმების ხელშეწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და სწორედ ამ მიზნით, თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო წარმატებულ კომპანიებთან და ორგანიზაციებთან, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. გამოსაშვები ღონისძიება, რომელიც აერთიანებს განათლებას, ტექნოლოგიას და ინდუსტრიულ საჭიროებებს, კიდევ ერთხელ ადასტურებს “სქილვილის” ლიდერობას საქართველოში ტექნოლოგიური განათლების მიმართულებით და ამტკიცებს, რომ კარიერულ წინსვლაზე ზრუნვა უმთავრესი პრიორიტეტია.

  • #სქილვილი


2024.11.09